20 მაისი, 2016
ჯიბლიბო - იმკურნალეთ ბალახებით, ნუ გამოირწყავთ თვითნებურად
ჯიბლიბო ქუთუთოს ცხიმოვანი ჯირკვლის მწვავე ჩირქოვანი ანთებაა. მისი თვითმკურნალობა და მით უმეტეს გამორწყვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. თუმცა ხალხურ მედიცინაში არის რეცეპტები, რომელთა გამოყენებაც პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

• გულყვითელას 10 ცალ გამხმარ ყვავილს დაასხით 200 მილილიტრი წყალი, გააჩერეთ სითბოში ნახევარი საათით, შემდეგ გადაწურეთ და გამოიყენეთ კომპრესის სახით.

• 2-3 დღის განმავლობაში ჯიბლიბოზე დროდადრო გარჩეული ნიორი წაისვით.

• 5-10 გრამ ველურ სელს დაასხით 200-250 გრამი მდუღარე წყალი. ნაყენი გამოიყენეთ კომპრესის სახით.

• ალოეს ერთი დიდი ფოთოლი (5 გრამი) კარგად დაჩეჩქვეთ,
დაასხით 200 გრამი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 6 საათით, შემდეგ გაფილტრეთ. გამოიყენეთ კომპრესის სახით.

სოფიო ბულაური
ბეჭდვა