18 მაისი, 2016
კლეოპატრას სილამაზის საიდუმლო აღმოჩენილია - თაფლიანი რძის აბაზანები და ჟანგმიწა
კლეოპატრას სილამაზის საიდულო ბრწყინვალე მაგალითია იმისა, როგორ გვეხმარება ბუნება, რომ რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ სილამაზე.

თაფლიანი რძის აბაზანა

ეს კლეოპატრას ყველაზე საყვარელი და ცნობილი რეცეპტია. მას ქალები დღემდე იყენებენ. მეცნიერების აზრით, ეს კომპონენტები იდეალურია სხეულისა და სახის კანის გასაახალგაზრდავებლად.

• შინაურ პირობებსი რძის აბაზანის მოსამზადებლად 1 ლიტრ ნატურალურ ცხელ რძეს დაუმატეთ 2-3 სადილის კოვზი თაფლი, მოურიეთ, რომ კარგად გადნეს და ჩაასხით თბილი (38-40 გრადუსი ) წყლით სავსე აბაზანაში. მიიღეთ აბაზანა, ვიდრე სრულიად არ მოდუნდებით.

• ვიდრე აბაზანაში
ნებივრობთ, მოამზდეთ ნიღაბი სახისთვის: მშრალი და ნორმალური კანისთვის ერთმანეთში აურიეთ ერთი სადილის კოვზი რძე, ერთი ჩაის კოვზი თაფლი და ერთი კვერცხის გული. მიღებულ მასაში დაასველეთ ოთხად გაკეცილი მარლა და დაიფინეთ სახეზე, სანამ აბაზანაში წევხართ.

თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, კვერცხის გულის ნაცვლად ათქვეფილი კვერცხის ცილა გამოიყენეთ.

ჟანგმიწა კლეოპატრას რეცეპტებში

მაცდური ალისფერი ტუჩები რომ ჰქონოდა, კლეოპატრა ჟანგმიწას ბატის ქონში ურევდა და ტუჩებზე ისვამდა. ამავე ნაზავს იყენებდა ლოყების შესაფაკლად, რაც სახეს და მთლიანად გარეგნობას ჯანმრთელ იერს მატებდა.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS