16 მაისი, 2016
დაფნის ნაყენი დიაბეტისა და რევმატული ართრიტის წინააღმდეგ - როგორ გამოვიყენოთ შინაურ პირობებში
დაფნის ფოთოთლი შინაურ პირობებში შეიძლება ბევრი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმაროთ. ცნობილია, რომ ხმელი დაფნის ფოთოლი სრულად ინახავს ყველა სასარგებლო თვისებას. დაფნას კი, მოგეხსენებათ, უამრავი სასარგებლო თვისება აქვს. აი, რამდენიმე რჩევა,

როგორ შეგიძლიათ დაფნის ფოთლის გამოყენება შინაურ პირობებში:
თუ გაწუხებთ პირის ღრუს უსიამოვნო სუნი ან მასში მიმდინარე ანთებითი პროცესები, დღეში რამდენჯერმე დაღეჭეთ დაფნის ფოთოლი, ოღონდ შემდეგ ერთი საათის განმავლობაში არაფერი ჭამოთ და დალიოთ.

დაფნის ფოთოლი შეიძლება გამოიყენოთ იმ ოთახის დეზინფექციისთვის, რომელშიც ავადმყოფი იმყოფება. ამისთვის რამდენიმე დაფნის ფოთოლს
დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ 15 წუთით, შემდეგ დაასხით ჯამზე ან ღრმა თეფშზე და დადგით თავღია, ოთახი დაფნის არომატით აივსება და ბაქტერიებისგან გასუფთავდება.

დაფნის ფოთლის ნაყენი დასალევად: 10 საშუალო ზომის დაფნის ფოთოლს დაასხით ქაფქაფა მუღარე წყალი, გააჩერეთ სამი საათის განმავლობაში და დალიეთ ნახევარი ჭიქა სამჯერ დღეში, როგორც შაქრის დამწევი საშუალება დიაბეტის დროს, ასევე, როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება რევმატული ართრიტისა და როგორც ანტიბაქტერიული და იმუნიტეტის გამაძლიერებელი საშუალება ტუბერკულოზის დროს.

ფეხების ჭარბი ოფლიანობისა და უსიამოვნო სუნის საწინააღმდეგოდ მოამზადეთ დაფნის ფოთლების აბაზანა:

30 ცალ დაფნის ფოთოლს დაასხით ერთი ჭიქა ქაფქაფა მდუღარე წყალი, დააყენეთ სამი საათის განმავლობაში. ჯამში ჩაასხით თბილი წყალი, დაუმატეთ ერთი ჭიქა დაფნის ნაყენი და დაითბილეთ ფეხები 10 წუთის განმავლობაში.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS