12 მაისი, 2016
რატომ არ უნდა გადაყაროთ საზამთროს თესლი - შედეგი გაგაოცებთ
ჩინეთში, თურმე, საზამთროს თესლს ისევე მიირთმევენ, როგორც ჩვენში გოგრისას, ოღონდ ჩინელები მას ზეთსა და სანელებლებში ხალავენ.

საზამთროს თესლი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს და მას ჭიების სამკურნალოდაც იყენებენ.

საზამთროს თესლის ნაყენი

5 სუფრის კოვზი საზამთროს თესლი დანაყეთ, დაასხით ერთი ლიტრი ცივი წყალი და 45 წუთი ადუღეთ (როცა წამოდუღდება, დროის ათვლა მაშინ დაიწყეთ). შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ 1 ჭიქა 3-ჯერ დღეში.

საზამთროს თესლის ნახარში საუკეთესო შარდმდენი საშუალებაა, ხელს უწყობს წონაში დაკლებასაც.

მას, ასევე, იყენებენ პროსტატიტის პროფილაქტიკისთვის და
სამკურნალოდ. ეს ნახარში ეფექტურია ჰიპერტონიის დროსაც.

საზამთროს თესლი ჭიების საწინააღმდეგოდ

საზამთროს თესლი გააშრეთ ღუმელში და დაფქვით.

შეურიეთ ერთმანეთში საზამთროს თესლი და რძე პროპორციით - 1:10.

დალიეთ ორი ჭიქა უზმოზე 3 დღის განმავლობაში. პროფილაქტიკისთვის კი ერთხელ დალევაც საკმარისია.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS