08 მაისი, 2016
ძველი გერმანული რეცეპტი ქოლესტერინისა და ღვიძლის სამკურნალოდ - გაიმჯობესეთ ჯანმრთელობა და დაიკელით წონაში
საკმარისია, ერთი თვის განმავლობაში, დილით უზმოზე დალიოთ ამ რეცეპტით მომზადებული 1 ჭიქა სასმელი და ნახავთ, რომ მოგიწესრიგდებათ წნევა, ქოლესტერინის დონე, ღვიძლის მუშაობა.

ინგრედიენტები:

2 სადილის კოვზი კოჭა.

4 თავი ნიორი.

4 ლიმონი.

2 ლიტრი წყალი.

მომზადების წესი:

ლიმონი კანიანად დაჭერით მომცრო ნაჭრებად და ნიორსა და კოჭასთან ერთად ბლენდერით დააქუცმაცეთ. მიღებული მასა ჩაასხით ქვაბში დაამატეთ აღნიშნული რაოდენობის წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე.

შემდეგ გააგრილეთ, გადაწურეთ და ბოთლში ჩაასხით.

დალიეთ 1 ჭიქა უზმოზე, ჭამამდე 1 საათით ადრე. შეგიძლიათ
გემოსთვის ცოტაოდენი თაფლი დაუმატოთ.
მკურნალობის კურსი 3 კვირაა. შემდეგ შეგიძლიათ ერთი კვირით შეისვენოთ და გაიმეოროთ.

შეგეგი: გაგიუმჯობესდებათ ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველა პარამეტრით, იგრძნობთ სიმსუბუქეს და წონაშიც დაიკლებთ.

სოფიო ბულაური
ბეჭდვა