08 მაისი, 2016
გათავისუფლდით 15 კილოგრამი ტოქსინებისგან - გაისუფთავეთ ნაწლავები და სისხლძარღვები
ორგანიზმი ექვს თვეში ერთხელ, ანუ წელიწადში ორჯერ, უნდა გაიწმინდოთ. საქმე ის არის, რომ დროთა განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილმა ტოქსინებმა შეიძლება სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს. ხშირი გაციება, ინფექციები, მოთენთილობა ძილიანობა, ყურადღების გაფანტვა - ყოველივე ეს ორგანიზმში ტოქსინების, მავნე ბაქტერიებისა და სხვა საშიში ნივთიერებების დაგროვებაზე მიუთითებს.

ეს რეცეპტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ეფექტურია ხალხურ მედიცინაში. მოსამზადებლად მხოლოდ 4 ინგრედიენტი დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები:

1 სადილის კოვზი წიწიბურას ფქვილი.

¼ კოჭას ფხვნილი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ნედლი კოჭა).

200 მილიგრამი კეფირი.

1 ჩაის კოვზი
ნატურალური თაფლი.

მომზადების წესი:

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ჯამში და კარგად აურიეთ ერთმანეთში. შედგით მაცივარში და დატოვეთ მთელი ღამით. მეორე დილით კვლავ აურიეთ და წამალიც მზადაა.

მიღებული ნაზავი შეგიძლიათ საუზმის ნაცვლად მიირთვათ. შემდეგ კი 3 საათის განმავლობაში არაფერი შეჭამოთ.
მკურნალობის კურსი 14 დღეა.

თუ სისხლში შაქრის დონე მაღალი გაქვთ, შეგიძლიათ თაფლი არ გამოიყენოთ.

ეს რეცეპტი აძლიერებს ორგანიზმს, აუმჯობესებს სისხლძარღვების მუშაობას, ხსნის დაღლილობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კიდურებში, ასევე - შარდგამომყოფ ფუნქციას.

სოფიო ბულაური
ბეჭდვა