08 მაისი, 2016
გათავისუფლდით 15 კილოგრამი ტოქსინებისგან - გაისუფთავეთ ნაწლავები და სისხლძარღვები
ორგანიზმი ექვს თვეში ერთხელ, ანუ წელიწადში ორჯერ, უნდა გაიწმინდოთ. საქმე ის არის, რომ დროთა განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილმა ტოქსინებმა შეიძლება სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს. ხშირი გაციება, ინფექციები, მოთენთილობა ძილიანობა, ყურადღების გაფანტვა - ყოველივე ეს ორგანიზმში ტოქსინების, მავნე ბაქტერიებისა და სხვა საშიში ნივთიერებების დაგროვებაზე მიუთითებს.

ეს რეცეპტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ეფექტურია ხალხურ მედიცინაში. მოსამზადებლად მხოლოდ 4 ინგრედიენტი დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები:

1 სადილის კოვზი წიწიბურას ფქვილი.

¼ კოჭას ფხვნილი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ნედლი კოჭა).

200 მილიგრამი კეფირი.

1 ჩაის კოვზი
ნატურალური თაფლი.

მომზადების წესი:

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ჯამში და კარგად აურიეთ ერთმანეთში. შედგით მაცივარში და დატოვეთ მთელი ღამით. მეორე დილით კვლავ აურიეთ და წამალიც მზადაა.

მიღებული ნაზავი შეგიძლიათ საუზმის ნაცვლად მიირთვათ. შემდეგ კი 3 საათის განმავლობაში არაფერი შეჭამოთ.
მკურნალობის კურსი 14 დღეა.

თუ სისხლში შაქრის დონე მაღალი გაქვთ, შეგიძლიათ თაფლი არ გამოიყენოთ.

ეს რეცეპტი აძლიერებს ორგანიზმს, აუმჯობესებს სისხლძარღვების მუშაობას, ხსნის დაღლილობას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კიდურებში, ასევე - შარდგამომყოფ ფუნქციას.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ჯასპერ
ერთხელ წავიკითხე, თუ გინდა გახდე ესა და ეს იხმარეო. ზუსტად გავაკეთე, როგორც ეწერა და შევუდექი წამლობას. ერთი კვირის შემდეგ შუა საბურთალოზე ჩავი-ვი. ვერ მივხვდი რისი ბრალი იყო. ეჭვი იმ რეცეპტზე მივიტანე. ბოლო ბოლო გუგლში რომელიღაც სტატიასი მივაგენი, თურმე კუჭნაწლავს წმინდავს და ტოქსინები გამოაქვს გარეთ. იქვე ეწერა ფრთხილად იყავით შესაძლებელია ძლიერი ფაღარათიო. ასე რომ ფრთხილად იყავით.
16:21 / 13-03-2017
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
1/4 კოჭას ფხვნილი რამდენია? :)
00:58 / 09-05-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS