02 მაისი, 2016
როგორ მოვიშოროთ სოკო - შეხვდით ზაფხულს ლამაზი ფრჩხილებით
გარდა იმისა, რომ ფრჩხილის სოკო არასასიამოვნო შესახედია, ის ჯანმრთელობისთვისაც სახიფათოა.

ამ შემთხვევაში სამკურნალოდ ანტიბიოტიკებსაც მიმართავენ, მაგრამ ანტიბიოტიკებს გარკვეული უსიამოვნო გვერდითი ეფექტები აქვს, ხალხური მედიცინა გაცილებით უსაფრთხოა.

ფრჩხილის სოკოსთან ბრძოლაში ძალზე ეფექტურია საკვები სოდა და ვაშლის ძმარი.

ინგრედიენტები:

საკვები სოდა.

ვაშლის ძმარი.

თბილი წყალი.

გამოყენების წესი:

მომცრო ჯამში ჩაასხით ვაშლის ძმარი და ჩაყავით ფეხები 20 წუთით. შემდეგ კარგად შეიმშრალეთ. ამ პროცედურის შემდეგ ჯამში ჩაასხით თბილი წყალი და კვლავ 20 წუთით დაითბილეთ ფეხები. 20 წუთის შემდეგ წყალს
დაუმატეთ საკვები სოდა და ფეხები ისევ 20 წუთს გააჩერეთ.

ეს პროცედურა დღეში რამდენჯერმე უნდა გაიკეთოთ. ფეხები წინასწარ კარგად დაიბანეთ. სოკოს დაავადება რამდენიმე კვირაში გაქრება.

სოფიო ბულაური

ბეჭდვა