02 მაისი, 2016
როგორ მოვიშოროთ სოკო - შეხვდით ზაფხულს ლამაზი ფრჩხილებით
გარდა იმისა, რომ ფრჩხილის სოკო არასასიამოვნო შესახედია, ის ჯანმრთელობისთვისაც სახიფათოა.

ამ შემთხვევაში სამკურნალოდ ანტიბიოტიკებსაც მიმართავენ, მაგრამ ანტიბიოტიკებს გარკვეული უსიამოვნო გვერდითი ეფექტები აქვს, ხალხური მედიცინა გაცილებით უსაფრთხოა.

ფრჩხილის სოკოსთან ბრძოლაში ძალზე ეფექტურია საკვები სოდა და ვაშლის ძმარი.

ინგრედიენტები:

საკვები სოდა.

ვაშლის ძმარი.

თბილი წყალი.

გამოყენების წესი:

მომცრო ჯამში ჩაასხით ვაშლის ძმარი და ჩაყავით ფეხები 20 წუთით. შემდეგ კარგად შეიმშრალეთ. ამ პროცედურის შემდეგ ჯამში ჩაასხით თბილი წყალი და კვლავ 20 წუთით დაითბილეთ ფეხები. 20 წუთის შემდეგ წყალს
დაუმატეთ საკვები სოდა და ფეხები ისევ 20 წუთს გააჩერეთ.

ეს პროცედურა დღეში რამდენჯერმე უნდა გაიკეთოთ. ფეხები წინასწარ კარგად დაიბანეთ. სოკოს დაავადება რამდენიმე კვირაში გაქრება.

სოფიო ბულაური

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ნინა
ფრჩხილის სოკოს უებარი წამალია ქლეარზალი,ფრჩხილის გარშემო დასაწვეთებლად.
21:21 / 31-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ესეიგი ეს პროცედურა 1 საათი გრძელდება. დღეში რამდენჯერმე, ესეიგი რამოდენიმე საათი, 3-4 ჯერ რომ გაიკეთო 3-4 საათი, რამდენიმე კვირის გამნავლობაში. გაქვთ ამდენი დრო?
15:38 / 04-05-2016
გამოხმაურება / 0 /
დავით
რაოდენობა რომ დააზუსტოთ არ შეიძლება, რამდენი ძმარი, რამდენი წყალი და რამდენი სოდა
17:11 / 03-05-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS