30 აპრილი, 2016
ბამი გაგისუფთავებთ თირკმლებს, დაგეხმარებათ დიაბეტის, ასთმისა და მაღალი ქოლესტერინის დროს
ბამი ანუ "ქალის თითები" გახლავთ ბოსტნეული, რომელიც თანდათან უფრო პოპულარული ხდება და ეს მასში არსებული უამრავი სასარგებლო ნივთიერების დამსახურებაა.

ერთი ფინჯანი ნედლი ბამი შეიცავს 30 კალორიას, 3 გრამ უჯრედისს, 2 გრამ ცილას, 7 გრამ ნახშირწყალს, 0,1 გრამ ცხიმს, 21 მილიგრამ С ვიტამინს, 80 მიკროგრამ ფოლიუმის მჟავას და 60 მილიგრამ მაგნიუმს.

ბამის ნაყოფი ამსუბუქებს ასთმის შეტევას, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ასუფთავებს თირკმლებს, ძალზე ეფექტურია შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისას - მნიშვნელოვნად ამცირებს ორგანიზმის მიერ საკვებიდან
გლუკოზის შეთვისების რაოდენობას.

აი, მარტივი რეცეპტი სისხლში შაქრის დონის გასაკონტროლებლად:

ბამის 4 ნედლ ნაყოფს ჩამოაჭერით კიდეები, თითოეული ჩაჭერით დანით და ჩააწყვეთ წყლით სავსე ჭიქაში. დატოვეთ მთელი ღამით, ნაყენი დალიეთ დილით, საუზმემდე 30 წუთით ადრე.

პ.ს. შესაძლოა ამ ბოსტნეულს არ იცნობდეთ, ამიტომ დრო რომ დაზოგოთ, გთავაზობთ ციტატას ვიკიპედიიდან:

"ბამი (ლათ.Abelmoschus esculentus, ადრე ვარაუდობდნენ ლათ.Hibiscus esculentus), ერთწლოვანი მცენარე ბალბისებრთა ოჯახისა.

მცენარის სიმაღლე 1,5 მ აღწევს. მისი სამშობლოა აღმოსავლეთი აფრიკა. კულტივირებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში, ჩრდილოეთ ამერიკასა და სამხრეთ ევროპაში. მოჰყავთ საქართველოშიც. უმწიფარ ჭოტისებრ ნაყოფს იყენებენ საჭმელად. ღეროსაგან ამზადებენ უხეშ ბოჭკოს, თესლისაგან - ყავის სუროგატს."

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ირმა
სადშეიძლება ბამის შეძენა
12:32 / 25-01-2021
გამოხმაურება / 0 /
თეა
სად ვიყიდოთ?
12:58 / 07-07-2016
გამოხმაურება / 1 /
ლიკა
სად შეიძლება ბამი შევიძინოთ?
01:39 / 27-06-2019
TOPS