28 აპრილი, 2016
რით ვუშველოთ ჭარბ ოფლს - მარტივი რეცეპტები აგაცილებთ უხერხულობას
ჭარბი ოფლიანობა სიცხეში, რა თქმა უნდა, ზედმეტ დისკომფორტს ქმნის, განსაკუთრებით შემაწუხებელია სახისა და იღლიების ჰიპერჰიდროზი, თუმცა მდგომარეობის შემსუბუქება ხალხური რეცეპტებითაც შეიძლება.

სახე

• ერთ მუჭა არყის ფოთოლს დაასხით იმდენი მდუღარე წყალი, რომ დაიფაროს. გააჩერეთ 10 წუთით. შემდეგ ამოიღეთ ფოთლები და დაიფარეთ სახეზე ნახევარი საათით - ცხადია, ამ პროცესში უნდა იწვეთ. რაც შეეხება ფოთლების ნაყენ წყალს, შეგიძლიათ ყინულის კუბიკები მოამზადოთ და სახე დღეში 1-2-ჯერ გაიწმინდოთ.

• თუ საშუალება გაქვთ, ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე სახე კიტრის ნაჭერით გაიწმინდეთ. შეგიძლიათ,
ახალგამოწურული კიტრის წვენისგან ყინულის კუბიკებიც მოამზადოთ და სახე დღეში რამდენჯერმე გაიწმინდოთ.

• ყოველ დილით სახე "ვერცხლის წყლით" გაიწმინდეთ. ვერცხლის წყლის მოსამზადებლად საღამოს ერთ ჭიქა წყალში ჩადეთ ვერცხლის კოვზი.

იღლიები

კაკლისოდენა დინდგელი გახსენით 100 გრამ არაყში და დაუმატეთ სალბის ნაყენი - 1 სადილის კოვზ სალბის დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ ერთი საათით, შემდეგ გადაწურეთ.

მიღებულ ნაზავში დასველებული ბამბის ტამპონით ყოველ დილით გაიწმინდეთ იღლიები და დააცადეთ, ვიდრე თავისით გაშრება. თუ კანი გაგიღიზიანდათ, მაშინ ლოსიონი გააზავეთ წყლით პროპორციით 2:1.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მარიამი
ძალიან მიყვარს ხალხური მედიცინა.მაინტერესებს კონკრეტულად ეს რეცეპტი იღლიებში ოფლის საწინააღმდეგოდ თუ გამოუყენებია ვინმეს?რამდენად შედეგიანია?
18:10 / 08-05-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS