25 აპრილი, 2016
სახლში მოსამზადებელი ეფექტური კრემი ნაოჭების მოსაშორებლად - გაახალგაზრდავდით 10 წლით, შედეგს ერთ კვირაში ნახავთ
ნაოჭი - ნებისმიერი ადამიანის ხვედრია, მაგრამ ქალები ამ პროცესს განსაკუთრებული მეთოდებით ებრძვიან, რადგან სახის კანისა და დეკოლტეს ზონის გაახალგაზრდავება, თითოეული ქალის ვალია.

სამწუხაროდ ხშირად, ყველაზე ძვირადღირებული კრემებიც, ბოლომდე ვერ აღმოფხვრის ნაოჭებს და შესაბამისად მოსალოდნელ ეფექტს ვერ იძლევა.

გთავაზობთ სახლის პირობებში, მარტივად მოსამზადებელ ნატურალურ კრემს, რომელიც ნებისმიერი ტიპის კანს უხდება - ატენიანებს, აუმჯობესებს სახის შეფერილობას, ამცირებს თვალსაჩინო ნაოჭებს და დაბერების პროცესს აფერხებს.

ინგრედიენტები:

1 კვერცხის გული;

2 სუფრის კოვზი ნუშის ზეთი ( შეგიძლიათ ზეითუნის ზეთით ჩაანაცვლოთ);

1/2 სუფრის კოვზი თაფლი;

2 ჩაის კოვზი სამედიცინო ვაზელინი.

მომზადების წესი:

გაადნეთ ვაზელინი წყლის ორთქლზე.

გადმოიღეთ ქვაბი ცეცხლიდან და დანარჩენი ინგრედიენტები დაუმატეთ - თაფლი, კვერცხის გული და ზეთი.

ყველა ინგრედიენტი კარგად შეაზავეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღეთ.
ნარევი სუფთა, მინის ქილაში გადაიტანეთ და მაცივარში შეინახეთ.

ყურადღება: 

კრემს სჭირდება დაახლოებით ერთი საათი, რომ კანმა კარგად შეიწოვოს, ამიტომ დაძინებამდე ორი საათით ადრე წაისვით.

კრემი შეინახეთ მაცივარში.

თუ კიდევ მოინდომებთ კრემის გაკეთებას, აუცილებლად იგივე პროპორციები მოამზადეთ.
არასდროს მოამზადოთ ორმაგი დოზა.


ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ელი
რაღა ძვირად ღირებულებს იყიდიდნენ ეს რომ შველოდეს ნაოჭებს
17:30 / 20-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ლია
ვაზელინს სახეზე ტმა ამოკავსო ..რამდენად სწორი ნატკვამია
18:45 / 14-11-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS