22 აპრილი, 2016
პოდაგრა - მოიშორეთ ოპერაციის გარეშე
დასაწყისისთვის აუცილებელია, ორგანიზმი მარილებისგან გაიწმინდოთ. ამის გაკეთება შემდეგნაირად შეგიძლება:

საღამოს 300 მილიგრამ წყალში ჩაყარეთ ერთი სადილის კოვზი დაქუცმაცებული დაფნის ფურცელი და ხარშეთ 5 წუთის განმავლობაში. ნახარში თერმოსში ჩაასხით და დილამდე გააჩერეთ. დილით გადაწურეთ და სვით პატარა ყლუპებად მთელი დღის განმავლობაში.

ყოველ საღამოს მეორე დღისთვის ახალი ნახარში მოამზადეთ. ნახარში სვით სამი დღის განმავლობაში. ერთი კვირის შემდეგ კურსი ისევ გაიმეორეთ.

სხვათა შორის, ეს რეცეპტი ნაღვლის ბუშტიდან ქვების გამოდევნაშიც დაგეხმარებათ.
ფეხებიდან პოდაგრის მოსაშორებლად კი აუცილებელია ორთვიანი სამკურნალო კურსის
ჩატარება.

უნდა მოამზადოთ სპეციალური ნაზავი:

დიდი ზომის 5 დაფნის ფურცელს დაასხით 100 მილიგრამი 96%-იანი სპირტი და დააყენეთ მთელი კვირის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ.

საღამოს ჯერ ფეხები დაითბილეთ ( 3 ლიტრ წყალს დაუმატეთ 1 სადილის კოვზი საკვები სოდა), შემდეგ კი პოდაგრაზე დაფნის სპირტიანი ნაყენი წაისვით, ჩაიცვით წინდები და დასაძინებლად დაწექით.

აი, კიდევ ერთი რეცეპტი:

10 მილიგრამ იოდს დაუმატეთ 5 აბი ასპირინი - დაფხვნილი. კარგად აურიეთ, ვიდრე ასპირინი მთლიანად არ გადნება. მიღებული მასა ყოველ საღამოს წაისვით კოჭებზე, სახსრებზე, ნებისმიერ წანაზარდზე, რომელიც გაწუხებთ. დადებით ეფექტს მალე იგრძნობთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
მაცო
ეგ ძვლებია დეგრადირებული დიდ თითზე და მას ოპერაციის გარეშე არაფერი შველის
00:21 / 18-08-2018
გამოხმაურება / 0 /
ელზა
ყველაფერს ნუ ეძახით პოდაგრას! პოდაგრა სხვა დაავადებაა! ჰალუქს ვალგუსზე გაგიგიათ რამე? წაიკითხეთ და გაერკვიეთ ცოტა. თუმცა ზემოთ მოყვანილი რჩევები არ დაგაზარალებთ მგონი
07:10 / 25-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ia
Me padagrebi bavshvobidan maqvs da es rereceptebi mishvelis?
01:06 / 23-04-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS