20 აპრილი, 2016
თუ თქვენ რეგულარულად გეღვიძებათ ღამის 3 საათზე, ეს ნიშნავს, რომ...
ბოლო დროს ამჩნევთ, რომ დაახლოებით ღამის 3 საათზე მოულოდნელად გეღვიძებათ?

გაინტერესებთ, რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?

უძველესი ჩინური მედიცინის თეორიის მიხედვით, ღამით ერთსა და იმავე დროს გაღვიძება, სხეულის გარკვეულ მონაკვეთების დაბლოკვას, სუსტ ენერგიას უკავშირდება.

ღამის 3 საათი ბუს ტიპის ადამიანების დროა, ტოროლებისთვის კი ეს დრო ღამის 1-ელ საათსა და 3 საათს შორის მერყეობს.

რას უკავშირდება ღამეული გამოღვიძება

თუ ღამის 1-ელ საათსა და 3 საათს შორის გეღვიძებათ, ესე იგი ენერგია იანი ჭარბად გაქვთ და მრისხანების ემოცია
გძლევთ. მშვიდი ძილისთვის აუცილებელია, მეტი პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ თავზე, პასუხი აგოთ საკუთარ ქმედებებზე, მოერიდოთ მრისხანებას. გარდა ამისა, ძილის წინ ორგანიზმი სუფთა ცივი წყლით დაიმუხტეთ.

თუ ღამის 3-4 საათზე გეღვიძებათ, ეს თავისებური ნიშანია იმისა, რომ ზეციდან წამოსულ სიგნალებს ყურადღებას არ აქცევთ. ამ სფეროს ჩინელი სპეციალისტების აზრით, ამგვარი გამოღვიძებები დაკავშირებულია ენერგეტიკულ მერიდიანთან, რომელიც სევდა-ნაღველის, მწუხარების ხაზზე გადის.

საჭიროა, უფრო მეტად გწამდეთ, რომ უზენაესი ძალები ყველა დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარებიან. ღამით კი, როცა მოულოდნელად გაგეღვიძებათ, შეეცადეთ ღრმად და თანაბრად ისუნთქოთ.

ღამეული გამოღვიძებების მეცნიერული ვერსია

როცა ღამით მოულოდნელად გეღვიძებათ, თავის ტვინის ქერქის პრეფრონტალურ ნაწილს, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებას და თვითკონტროლის პროცესებში მონაწილეობს, ჯერ კიდევ სძინავს. ამიტომაც ღამით მოულოდნელად გაღვიძებისას ადამიანს გონივრულად აზროვნების უნარი დაქვეითებული აქვს.

ძილის ციკლი ის დროა, როცა ადამიანი ოცნებობს და თავისი გზის შესახებ "ზემოდან" ინფორმაციას იღებს. სიზმრებს შეუძლია მოცემულ მომენტში ადამიანის სულიერი გზისა და მდგომარეობის წვრილმანებზე მიანიშნოს. ამიტომაც არ ღირს მსგავსი "გზავნილების" უგულებელყოფა.

მათ შეუძლიათ გაგაფრთხილონ და თავიდან აგვაცილონ პრობლემები, თვალი აგიხილონ ისეთ რამეზე, რასაც ადრე ვერც კი ამჩნევდით.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS