13 აპრილი, 2016
ნიღაბი ბოტოქსის ნაცვლად - დაიბრუნეთ ახალგაზრდობა 5 დღეში
კანის ნაადრევ დაბერებას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: ცუდი ეკოლოგია, მზის სხივების მავნე ზემოქმედება, არასწორი ცხოვრების წესი, არასრულფასოვანი კვება, სტრესები. მემკვიდრეობითობის გარდა, სხვა ყველა ფაქტორის კორექტირება შეიძლება.

და კიდევ ასაკი - ასაკია ის მიზეზი, რომელიც ჩვენს ნებას არ ემორჩილება. სახის კანი ასაკის მატებასთან ერთად აუცილებლად დაიწყებს დაბერებას. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ეს პროცესი, რაც შეიძლება შევანელოთ.

ყველასთვის ცნობილია, რომ ნაოჭების საწინააღმდეგო ერთ-ერთი მეთოდი ბოტოქსის ინიექციაა, თუმცა ის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო არ არის. ამიტომაც აქტიურად ეძებენ ალტერნატიულ
გზებს.

წარმატებულ ალტერნატივად შეიძლება ჩაითვალოს როგორც მსოფლიო ბაზარზე აღიარებული კოსმეტიკური პროდუქცია, ისე ხალხური რეცეპტების მიხედვით შინ დამზადებული საშუალებები.

ამჯერად გთავაზობთ ნიღაბს "სასწრაფო დახმარება", მისი გამოყენება შეგიძლაით, როცა სასწრაფოდ გჭირდებათ თავის მოწესრიგება. საერთოდ კი კარგი პროფილაქტიკური საუალებაა და დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ ლამაზი კანი.

კურსი შეადგენს 5 დღეს. პირველ შედეგს ნიღბის ერთხელ გამოყენების შემდეგაც შეამჩნევთ. კურსის ბოლოს აშკარად რამდენიმე წლით გაახალგაზრდავდებით.

ინგრედიენტები:

გლიცერინი - 1 ჩაის კოვზი.

ნატურალური თაფლი - 1 ჩაის კოვზი.

სიმინდის სახამებელი ან ფქვილი - 1 სადილის კოვზი.

მინერალური წყალი.

მომზადების წესი:

თაფლი შეათბეთ წყლის ორთქლზე ან ღუმელში ისე, რომ ოდნავ გათხელდეს. შეურიეთ სიმინდის სახამებელი ან ფქვილი, კარგად გაქენით, კოშტები არ დაგრჩეთ. დაუმატეთ გლიცერინი და კიდევ ერთხელ გულდასმით მოურიეთ. შემდეგ ნელ-ნელა დაამატეთ იმდენი მინერალური წყალი, რომ სქელი არაჟნის კონსისტენცია მიიღოთ.

გამოყენების წესი:

მიღებული მასა წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახესა და დეკოლტეს ზონაზე (ხელის მტევნებსაც ძალიან უხდება). გაიჩერეთ 30-40 წუთით და ანადუღარი წყლით ჩამოიბანეთ. შეგიძლიათ გვირილის ნაყენითაც ჩამოიბანოთ - ეს კიდევ უფრო სასიკეთოდ იმოქმედებს კანზე.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ლალი
გაციებულ მასას უნდა დავუმატოთ მინერალური წყალი თუ სანამ თბილია და თბილი თუ შეციებული მასა უნდა დავიდოთ სახეზე?
18:40 / 28-03-2017
გამოხმაურება / 0 /
თეონა
რამდენჯერ გავიკეთოთ კურსი წელიწადში?ან თვეში?
15:59 / 14-04-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS