05 აპრილი, 2016
რეცეპტი, რომლითაც მამაკაცმა დიაბეტი დაამარცხა
იმის ნაცვლად, რომ ინსულინი და მაღალი წნევის საწინააღმდეგო აბები მიეღო, უმ ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევდა...

ეს ისტორია ოთხი წლის წინ დაიწყო, სწორედ მაშინ, როდესაც იგრძნო, რომ მუდმივად სწყუროდა, რაც დიაბეტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია.

სისხლის ანალიზში შაქრის მაღალი შემცველობა დადასტურდა, კუჭქვეშა ჯირკვალი თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებდა. ამიტომაც რეგულარულად უწევდა ინსულინის მიღება.

ინსულინის მიღების შემდეგ მამაკაცმა ჯანმრთელობის გაუარესება იგრძნო, გაიზარდა ტრიგლიცერიდის დონე, მოიმატა სისხლის წნევამაც.

ერთ დღეს თვალი მოჰკრა გადაცემას, რომელშიც ექიმი ჯანსაღი ცხოვრების წესზე საუბრობდა -
თურმე, 12 წლის განმავლობაში უმ ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევდა. სიუჟეტის ნახვის შემდეგ მამაკაცმა ექიმის რჩევების გათვალისწინება გადაწყვიტა. შეიძინა ბლენდერი ხილ-ბოსტნეულის წვენების გამოსაწურად და ჩანაფიქრის განხორციელებას შეუდგა.

პირველი ერთი კვირის განმავლობაში ძალიან გაუჭირდა, თუმცა მალე სისხლში შაქრის დონემ შთამბეჭდავად იკლო, ამიტომაც გადაწყვიტა ინსულინი აღარ მიეღო და დაიეტა გაეგრძელებინა.

დიეტის შედეგები გამაოგნებელი იყო. მან პირველი 25 დღის განმავლობაში 11 კილოგრამი დაიკლო, შემდეგი ოთხი თვის განმავლობაში კი დიაბეტთან დაკავშირებული ყველა სიმპტომი სადღაც გაქრა.

ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუუმჯობესდა, მოუწესრიგდა წნევა. აუცილებელი აღარ იყო ინსულინისა და სხვა აბების მიღება. თითქმის 20 კილოგრამზე მეტი დაიკლო.

გთავაზობთ რეცეპტს, რომლითაც მამაკაცი ხელმძღვანელობდა:

ინგრედიენტები:

2 ბანანი.

2 ვაშლი.

ცოტაოდენი კომბოსტო.

5 კივი.

ნახევარი ლიტრი წყალი.

გამოყენების წესი:

მოცემული ინგრედიენტები მოათავსეთ ბლენდერში და გამოწურული წვენის ნახევარი დალიეთ დილით, მეორე ნახევარი კი - მთელი დღის განმავლობაში. თუ მოგშივდათ, შეჭამეთ ხილი, ბოსტნეულის სალათა ან თინუსი. ეს პროდუქტები მდიდარია B12 ვიტამინით და ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის.

ამ დიეტის უპირატესობა ის გახლავთ, რომ შიმშილს თითქმის ვერ იგრძნობთ. ტვინი შიმშილის შესახებ ინფორმაციას სისხლიდან იღებს. ხილ-ბოსტნეულის წვენი კი სისხლს საჭირო საკვებს აწვდის, ამიტომაც ტვინი ადვილად ტყუვდება და შესაბამისად, შიმშილზე ნაკლებად რეაგირებს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
კოკა
ბანანი და დიაბეტი?
19:56 / 22-02-2019
გამოხმაურება / 0 /
გიო
თინუსი რა იბედურებაა
20:07 / 08-04-2017
გამოხმაურება / 0 /
xio
მაგდენი ფული ვის აქ ყოველდღე ვანანები კივები და თინუსები იყიდოს ხალხი შიმშილობს. წლები ისე გადის კივს ძლივს ისიც სხვაგან ვჭამ თინუსი საერთოდ არ მიჭამია ბანანიც 5თვეში ერთხელ როცა იაფია. რომელ დიეტაზეა საუბარი.
20:51 / 01-10-2016
გამოხმაურება / 0 /
12
დათოს. უმი ხილი ხილია და არა მოხარშული კომპოტი და არა ჩირი
10:42 / 19-09-2016
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
არაა გასკვირი... ამ 25-დე წლის წინ მე ჯანსაღი კვებითა და შიმშილობებით 12გოჯა ნაწლავის წყლული მოვირჩინე სამუდამოდ და ყოველგვარი რეციდივების გარეშე! წყლული წლების განმავლობაში მტანჯავდა, ხოლო ექიმების დანიშნული მკურნალობა - უშედეგო. შემდეგ შემთხვევით შევიძინე პოლ ბრეგის წიგნი ,,შიმშილობის სასწაული" და გატანჯულმა დავიწყე იქ მითითებული რეჟიმით ცხოვრება, ვიკვებებოდი ძირითადად ხილით ცოცხალი ბოსტნეულის სალათებით არარაფინირებული ზეთით შეკმაზულით, ჩირით. პერიოდულად, კვირაში ერთი დღე აბსოლუტურად ვშიმშილობდი და ჰოი საკვირველებავ, წყლული ხომ საერთოდ გამიქრა, წონაში დავიკელი გამიქრა თავის ძლიერი ტკივილები, ყველა მეუბნებოდა, რომ ძალიან გავაახალგაზრდავდი! აი ასეთი სასწაულების მოხდენა შეუძლია სწორ კვებას! ადამიანის მთავარი და ყველაზე საღი საკვები ხილია და ბოსტნეული, განსაკუთრებით, ვაშლი, ფორთოხალი, ჭარხალი, სტაფილო, გაუფილტრავი (კახური)ზეთი და ა. შ. ამ ყველაფრისგან კი რა შორს დგას დღევანდელი ადამიანი, განსაკუთრებით ბავშვები, რომლებიც მარკეტის საწამლავებით იკვებებიან და ავადმყოფობებიც არ აყოვნებს...
10:38 / 19-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS