05 აპრილი, 2016
მოერიეთ ჭაღარას მხოლოდ ერთი ინგრედიენტით
თითქმის ყველა თანამედროვე თმის საღებავი ეფექტურად ღებავს ჭაღარას, თუმცა სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება ძალიან აზიანებს თმის სტრუქტურას. სწორედ ამიტომაც ბევრი ბუნებრივ, ხალხურ საშუალებებს ანიჭებს უპირატესობას. შემოგთავაზებთ წლების განმავლობაში გამოცდილ ერთ მარტივ შინაურ რეცეპტს, რომლისტვისაც მხოლოდ ერთი ინგრედიენტი დაგჭირდებათ.

მომზადების წესი:

ხუთი გარეცხილი კარტოფილი გაფცქვენით. ჩაასხით ქვაბში ორი ჭიქა წყალი და ჩაყარეთ მასში კარტოფილის ნაფცქვენები, ქვაბი შემოდგით ცეცხლზე და როცა ადუღდება, კიდევ ხუთი წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე ადუღეთ. შემდეგ ქვაბი გადმოდგით, მიღებული მასა გააგრილეთ, ჯამში გადაწურეთ და
სასიამოვნო არომატისთვის დაუმატეთ ცოტაოდენი როზმარინის ან ლავანდის ეთერზეთი.

თავი ჩვეულებრივად დაიბანეთ, შემდეგ მიღებული მასა მსუბუქი მასაჟისებური მოძრაობებით თმის ძირებზე წაისვით. ცოტა ხანში ჭაღარის კვალიც კი არ დარჩება.

სოფიო ბულაური
ბეჭდვა