05 აპრილი, 2016
მოერიეთ ჭაღარას მხოლოდ ერთი ინგრედიენტით
თითქმის ყველა თანამედროვე თმის საღებავი ეფექტურად ღებავს ჭაღარას, თუმცა სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება ძალიან აზიანებს თმის სტრუქტურას. სწორედ ამიტომაც ბევრი ბუნებრივ, ხალხურ საშუალებებს ანიჭებს უპირატესობას. შემოგთავაზებთ წლების განმავლობაში გამოცდილ ერთ მარტივ შინაურ რეცეპტს, რომლისტვისაც მხოლოდ ერთი ინგრედიენტი დაგჭირდებათ.

მომზადების წესი:

ხუთი გარეცხილი კარტოფილი გაფცქვენით. ჩაასხით ქვაბში ორი ჭიქა წყალი და ჩაყარეთ მასში კარტოფილის ნაფცქვენები, ქვაბი შემოდგით ცეცხლზე და როცა ადუღდება, კიდევ ხუთი წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე ადუღეთ. შემდეგ ქვაბი გადმოდგით, მიღებული მასა გააგრილეთ, ჯამში გადაწურეთ და
სასიამოვნო არომატისთვის დაუმატეთ ცოტაოდენი როზმარინის ან ლავანდის ეთერზეთი.

თავი ჩვეულებრივად დაიბანეთ, შემდეგ მიღებული მასა მსუბუქი მასაჟისებური მოძრაობებით თმის ძირებზე წაისვით. ცოტა ხანში ჭაღარის კვალიც კი არ დარჩება.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
ლალა
ნეტავ ვის სჯერა ამ სისულელის
00:24 / 19-06-2017
გამოხმაურება / 0 /
000
ყოვლისშEმძლე კარტოფილი
15:46 / 20-02-2017
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ქერა თმაზე,სავარაუდოდ არ გამოდგება. მე არ მიცდია,მაგრამ ვფიქრობ,რომ ჭაღარას რაღაც პერიოდით შენიღბავს და ჩამობანა არ არის საჭირო. ალბათ შეგიმჩნევიათ,როცა კარტოფილს თლით,ხელები მსუბუქად გვიმუქდება,სწორედ ეს იგულისხმება.
12:46 / 20-02-2017
გამოხმაურება / 0 /
თეო
გამიკეთებია და მართლაც ჭაღარა თითქოს გამუქდა
02:19 / 20-02-2017
გამოხმაურება / 0 /
კ ო მ ბ ლ ე
ასეც ვიფიქრე, ჩვენთვის ხომ ყველაზე ადვილი საშოვარი კარტოფილია, აბა მანგამწრუპტუნგი გშველისო რომ ეთქვათ, სად ვიშოვნიდით?
20:49 / 19-02-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS