23 მარტი, 2016
გაიძლიერეთ იმუნიტეტი გაზაფხულზე - დროის მიერ გამოცდილი გემრიელი რეცეპტები
გაზაფხულზე ორგანიზმს თითქმის ამოწურული აქვს ვიტამინების მარაგი, ქვეითდება ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობაც, სწორედ ამ პერიოდში აქტიურდება სხვადასხვა დაავადება, ადვილია გაცივებაც და ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება დაქვეითებულ იმუნიტეტს.
იმუნიტეტის გაძლიერებაზე შეგიძლიათ დამოუკიდებლად იზრუნოთ. ამისთვის ორ მარტივ რეცეპტს შემოგთავაზებთ:

1. ხორცსაკეპ მანქანაში გადაატარეთ და ერთმანეთში აურიეთ ნახევარი ჭიქა ქიშმიში, ნახევარი ჭიქა გარგარის ჩირი, ნახევარი ჭიქა შავქლიავის ჩირი, ერთი ჭიქა ნიგოზი, 0,5 ჭიქა ნუში, 2 ლიმონის კანი. ლიმონის წვენი მოასხით მიღებულ მასას, დაუმატეთ 150 გრამი თაფლი და კარგად აურიეთ. 1-2
დღით ბნელ ადგილას, შემდეგ კი მაცივარში შეინახეთ.
უფროსებმა უნდა მიირთვან 1-2 კოვზი 3-ჯერ დღეში, ბავშვებმა კი - 1 ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში.

2. ხორცსაკეპ მანქანაში გადაატარეთ და ერთმანეთში აურიეთ 200 გრამი გარგარის ჩირი, 200 გრამი შავქლიავის ჩირი, 200 გრამი ლეღვის ჩირი, 200 გრამი ნიგოზი, 200 გრამი ქიშმიში, 1 ლიმონი (კურკების გარეშე). მიღებულ მასას დაუმატეთ 200 გრამი თაფლი და 50 მილიგრამი კონიაკი, გადაიტანეთ ქილაში და მაცივარში შეინახეთ. მიიღეთ ჭამის წინ 1 სადილის კოვზი.
გაითვალისწინეთ: მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები აწუხებს, ნაზავი უნდა მომზადდეს ლიმონის გარეშე.

სოფიო ბულაური
ბეჭდვა