10 მარტი, 2016
ყავა და კვერცხი თქვენი სახის კანს ნებისმიერ ასაკში უშველის
როგორც აღმოჩნდა, 50 წლის ასაკშიც შეიძლება პლასტიკური ქირურგიის დახმარების გარეშე 25 წლისას ჰგავდე. ამისთვის საკმარისია, რეგულარულად გამოიყენოთ მარტივი რეცეპტები.

ყავის ნიღაბი

ყავას საოცრების მოხდენა შეუძლია. გარდა იმისა, რომ წმენდს და კვებავს კანს, აქვს ძლიერი ლიფტინგის ეფექტიც.

ერთმანეთში აურიეთ ცოტაოდენი რძე და ერთი სადილის კოვზი ნატურალური ყავის ნალექი ისე, რომ სქელი მასა მიიღოთ. ნიღაბი შეიზილეთ სახესა და ყელზე მსუბუქი წრიული მოძრაობებით. 15 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

კვერცხის ნიღაბი

თუ ამ ნიღაბს კვირაში ერთხელ მაინც
გაიკეთებთ, ნებისმიერ ასაკში გაცილებით ლამაზი და მომხიბვლელი იქნებით.

ერთ კვერცხს დაუმატეთ ერთი სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, კარგად ათქვიფეთ, მიღებული მასა წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS