07 მარტი, 2016
პროდუქტები, რომლებიც არავინ არ უნდა ჭამოს - ეს ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს!
თუ გსურთ კარგი ჯანმრთელობა და მოხდენილი გარეგნობა შეინარჩუნოთ, ამ პროდუქტებზე უარი უნდა თქვათ.

ბანანის ჩიფსები

ბანანის სასიკეთო თვისებები ფართოდაა ცნობილი, მაგრამ ბანანის ჩიფსები, კარტოფილის ჩიფსების მსგავსად, დიდი რაოდენობის ცხიმში იწვება, შეწვის შემდეგ კი, უფრო ხრაშუნა რომ იყოს, შაქრის სიროფში ავლებენ. ასე რომ, მისი მავნე გავლენა ჩიზბურგერსა და შოკოლადის ფუნთუშას შორის მერყეობს.

უცხიმო პროდუქტები

უცხიმო პროდუქტების პოპულარობა სულ უფრო იზრდება. არადა, უცხიმო იოგურტი და ყველი არც ისე დიეტურია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. საქმე ის არის, რომ
პროდუქტიდან ტექნოლოგიური თუ ქიმიური გზით ცხიმის მოშორების შემდეგ მწარმოებლები მათ გემოს გამაძლიერებლებითა და სხვა დანამატებით ამდიდრებენ. გარდა ამისა ვარგისიანობის ვადის გასახანგრძლივებლად მათში ასევე უმატებენ ტრანსცხიმებს, ხელოვნურად სტაბილიზებულ ცხიმებს, რომლებიც პირიქით, სისხლში ქოლესტერინის დონეს ამაღლებენ.

მიუსლი
Rating
მათი პრობლემა დიდი რაოდენობით შაქარსა და ზეთში მდგომარეობს. 100 გრამი პროდუქტი 400 კალორიას შეიცავს. თუ საუზმე მიუსლის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ, შეგიძლიათ თავად მოამზადოთ - ერთმანეთში აურიეთ საყვარელი თხილეული, მარცვლოვნები და ჩირები.

გადამუშავებული ხორცი

კონსერვები, სოსისი, გაყინული კოტლეტი - ეს გახლავთ პროდუქტები, რომლებიც თქვენი მონაწილეობის გარეშე მომზადდა. დიეტოლოგები გვირჩევენ მთლიანად გამოვრიცხოთ რაციონიდან ნახევარფაბრიკატები. გარდა იმისა, რომ მათში უხვადაა მარილი, კონსერვანტები, გემოს გამაძლიერებლები და სხვა "ქიმია", ისინი შეიცავენ მავნე ცხიმებს, რომლებიც სისხლში ქოლესტერინის დონეს ზრდიან, ასევე, შეიძლება გამოიწვიონ სიმსუქნე და გულის დაავადებები.

მაიონეზი

მავნე სოუსებს შორის მაიონეზი რეკორდსმენია. თუ შინ მომზადებული მაიონეზის პრობლემა მხოლოდ მისი კალორიულობაა, მაღაზიაში ნაყიდს ეს ყველაზე ნაკლებად "აწუხებს". წარმოიდგინეთ, რაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როცა პროდუქტი შეიძლება წლობით ინახებოდეს და თითქმის მხოლოდ სუროგატებისგან შედგება.

მარგარინი

მარგარინი ხელოვნური ცხიმია, რომელიც მზადდება წყლის, ემულგატორებისა და რაც მთავარია, მცენარეული ცხიმების საფუძველზე, რომლებსაც ძირითადად გენმოდიფიცირებული სოიის საშუალებით იღებენ. მარგარინის მავნებლობა განისაზღვრება, ასევე, იმით, რომ შეიცავს ტრანსცხიმებს, რომლებიც ამაღლებენ სისხლში ქოლესტერინის დონეს და გულის დაავადებების განვითარების რისკს. 

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მსქროლავი ტროლი
კონსერვები, სოსისი, გაყინული კოტლეტი - ეს გახლავთ პროდუქტები, რომლებიც თქვენი მონაწილეობის გარეშე მომზადდა. ---------------------------------------- რავი, ცხონებული ბებიაჩემიც სულ უჩემოდ ამზადებდა, მაგრამ მისი ნახელავის ჭამას არაფერი სჯობდა....
23:21 / 29-03-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS