25 თებერვალი, 2016
3 მიზეზი, რის გამოც ადამიანებს დიეტის დაცვა უჭირთ
მოხდენილი სხეულის პრობლემა ყოველთვის აქტუალურია. ასაკის და წონის მიუხედავად, რამდენიმე კილოგრამის მომატება ბევრად ადვილია, ვიდრე დაკლება.
არ აქვს მნიშვნელობა 5 კილოგრამის მოშორება გინდათ თუ - 105-ის, ბევრი ადამიანი დარჩენილა იმედგაცრუებული და ამას თავისი მიზეზები აქვს.

ძალიან ბევრი დრო მიაქვს

წონაში დაკლებას, თუნდაც რამდენიმე კილოგრამით, საკმაოდ ბევრი დრო სჭირდება. თუ ამას თავიდანვე შეეგუებით, ბევრად გაგიადვილდებათ მიზნის მიღწევა. სწორი დიეტის შემთხვევაში კვირაში 1-2 კილოგრამს დაიკლებთ. ახლა შეგიძლიათ გამოიანგარიშოთ, საშუალოდ რამდენი დრო დაგჭირდებათ სასურველი წონის მისაღწევად და წინასწარ
განეწყოთ ამისთვის.

გამუდმებული შიმშილის გრძნობა

გახდომის პროცესში მნიშვნელოვანია ერთი წესი: მიღებული კალორიების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დახარჯიული კალორიების რაოდენობას.

თუ თქვენ მიირთმევთ მაღალკალორიულ საკვებს, მაგრამ მცირე ულუფებით, ეს სათანადოდ ვერ დაგანაყრებთ და შიმშილის გრძნობა მალე შეგაწუხებთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორად კვება: შეარჩიეთ დაბალკალორიული საკვები, ისეთი როგორიც არის ბოსტნეული, ხილი, უჯრედისებით მდიდარი პროდუქტი. ასეთი საკვები დიდი ხნით მოგიკლავთ შიმშილს.

საყვარელი საჭმელი

კარტოფილი ფრი, პიცა, შოკოლადის ტორტი, ნაყინი - ძალიან ძნელია საყვარელ საჭმელზე არ იფიქრო. ყველაფერი მარტივი და ნათელია: ყველა დიეტა არასაიმედოა.

თითქმის არავის შეუძლია ხანგრძლივად მკაცრი დიეტის დაცვა. ამიტომაც მთავარია, მიირთვათ ჯანმრთელი საკვები და ხანდახან შეგიძლიათ თავს საყვარელი ტკბილეულის ჭამის უფლებაც მისცეთ.

დიეტის დაცვა სულაც არ მოგეჩვენებათ ძნელად.

სოფიო ბულაური


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS