რეიტინგული ფოტო
 
პროდუქტები, რომლებიც მეხსიერებას აუმჯობესებს - გაიუმჯობესეთ მეხსიერება და დაამარცხეთ თავის ტკივილი უბრალო პროდუქტებით
პროდუქტები, რომლებიც მეხსიერებას აუმჯობესებს - გაიუმჯობესეთ მეხსიერება და დაამარცხეთ თავის ტკივილი უბრალო პროდუქტებით
22 თებერვალი, 2016
ცუდი მეხსიერებისა და თავის ტკივილის ძირითადი მიზეზი თავის ტვინის დაცობილი სისხლძარღვებია. როგორც ჩვენი ორგანიზმის ყველა ქსოვილს, ტვინსაც მუდმივად სჭირდება გასუფთავება. სისხლძარღვებში დალექილი ჭარბი მარილები, ცხიმი და ტოქსინები წარმოქმნიან საცობებს, რაც ათეროსკლეროზის ერთ-ერთი მიზეზი ხდება.
ამ პრობლემის თავიდან აცილება მარტივად შეიძლება - საკმარისია მენიუში რეგულარულად ჩართოთ შემდეგი პროდუქტები:

ნიგოზი და თაფლი

ნიგოზი წვრილად დაჭერით ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ (შეგიძლიათ ბლენდერიც გამოიყენოთ), დაუმატეთ თაფლი - უნდა მიიღოთ საკმაოდ სქელი მასა. სურვილისამებრ შეგიძლიათ ცოტაოდენი კოჭა ან დარიჩინი დაუმატოთ. შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 3-ჯერ დღეში 1 სადილის კოვზი ჭამის წინ.

თაფლი და ხახვის წვენი

ერთმანეთში აურიეთ ერთი ჭიქა თაფლი და ერთი მესამედი ჭიქა ხახვის წვენი. შეინახეთ მაცივარში და ეს არცთუ სასიამოვნო, მაგრამ ძალიან სასარგებლო ნაზავი მიიღეთ სამჯერ დღეში თითო ჩაის კოვზი - სისხლძარღვების გასუფთავების გარდა ის იმუნიტეტსაც აძლიერებს.

წვენი

რა თქმა უნდა, იგულისხმება არა ნაყიდი, არამედ ახალგამოწურული ნატურალური წვენები. ყოველდღე ჭამის წინ დალიეთ ნახევარი ჭიქა ბროწეულის, ვაშლის ან სტაფილოს წვენი, უკეთესი შედეგისთვის შეგიძლიათ დღეში რამდენჯერმეც დალიოთ.

ოროვანდის ნაყენი

მკურნალობის
You must have Flash Player installed in order to see this player.
კურსი ერთი თვეა. 10 გრამ ოროვანდის გამხმარ ფესვებს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ თერმოსში 10 საათის განმავლობაში. შემდეგ ნაყენი გადაწურეთ და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 4 სუფრის კოვზი საუზმემდე ნახევარი საათით ადრე.

ოროვანდის ფესვი დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზეც.

ჩირი და მანდარინი

ეს გემრიელი პროდუქტები არა მარტო სისხლძარღვების გასუფთავებაში, საერთო ჯანმრთელობის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ.

ყოველდღე, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე შეჭამეთ 1 მანდარინი, ცოტაოდენი ქიშმიში და ორი ლებანი ნიგოზი - 15 წუთის შემდეგ აუცილებლად დააყოლეთ ერთი ჭიქა ცოტაოდენი ლიმონის წვენით გაზავებული წყალი, კიდევ 15 წუთის შემდეგ კი შეგიძლიათ ისაუზმოთ.

ზემოაღნიშნული რეცეპტებიდან ერთი მაინც რომ გამოიყენოთ, მალევე იგრძნობთ შვებას. სხარტი აზროვნება და კონცენტრაციის უნარი დიდწილადაა დამოკიდებული სისხლძარღვების მდგომარეობაზე.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი (3)
22:47 / 26-02-2016
ციალა
შარშან თითქმის მთელი თვე ვაჭამე ბავშვებს თაფლი და ნიგოზი ერთად არეული
12:47 / 25-02-2016
მარი-მარი
ვეთანხმები, ნამდვილად კარგ მასალებს გვთავაზობს სოფიო, მადლობა მას
10:13 / 23-02-2016
იაიაიაია
სოფიო ბულაურის მასალები ძალიან მომწონს!!! როგორც იქნა, ამ გვერდს გამართული ქართული ეღირსა, ემჩნევა, რომ სოფიო მშობლიური და უცხოური ენების კარგი მცოდნეა, მის მიერ მომზადებული მასალები სიამოვნებით იკითხება და თანაც ძალიან სასარგებლო რჩევებს გვაძლევს.ბრავო, სოფიო!!!
კატეგორიის სხვა სიახლეები