15 თებერვალი, 2016
როგორ დავიცვათ თმა ცვენისგან - ეფექტური მეთოდები, რომლის გათვალისწინებაც ნამდვილად ღირს
თუ თმა გცვივათ, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, სპეციალისტს უნდა მიმართოთ, მაგრამ შეგიძლიათ თქვენც მიიღოთ ზომები საკუთარი თმის დსაცავად და ამ უსიამოვნო პროცესის შესაჩერებლად.

სიცივეში გარეთ უქუდოდ არ გახვიდეთ, შენობაში კი აუცილებლად მოიხადეთ ქუდი, რომ თვის კანი არ გადახურდეს. არ დაიბანოთ თავი სახლიდან გასვლის წინ, თმა კარგად გაშრობას ვერ ასწრებს.

თმა მათი გაჭუჭყიანების შესაბამისად დაიბანეთ. გამოიყენეთ თმის მოვლის საშუალებები, რომლებიც მკვებავ (პროტეინები, ზეთები, მცენარეული ექსტრაქტები, В ჯგუფის ვიტამინები, თუთია) და მასტიმულირებელ (ჟენშენი, წიწაკა, მენთოლი) კომპონენტებს
შეიცავენ - ისინი ამაგრებენ სისხლძარღვებს, ხელს უწყობენ სისხლის მიმოქცევას და თმის ზრდას.

გამოიყენეთ თერმოდამცავი საშუალება. დავარცხნის წინ თმაზე თერმოდამცავი სპრეი დაიტანეთ. ის ქმნის დამატებით დამცავ ფენას და თერმული ზემოქმედებისას, იღებს რა დარტყმას საკუთარ თავზე, თმის კუტიკულას დაშლისგან იცავს.

მიიღეთ ვიტამინები. ცხადია, ეს ექიმის რეკომენდაციით უნდა გააკეთოთ. ჩვენ, უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ თუ საქმე ეხება ავიტამინოზს, უმეტესად მიიღეთ ისეთი საკვები, რომელიც უხვად შეიცავს В, С, А ჯგუფების ვიტამინებს, ომეგა 3-ს. მიიღეთ, ასევე, სპეციალურად თმისთვის შემუშავებული ვიტამინების კომპლექსი. მათში შემავალი ნივთიერებები ამაგრებს თმის ღერს და ხელს უწყობს ზრდის პროცესს.

შეგიძლიათ თავის კანში სპეციალური ინიექციებიც გაიკეთოთ, მათში შემავალი კომპონენტები აუმჯობესებენ სისხლის მიწოდებას, ჟანგბადის ცირკულაციას, აწვდიან თმას ზრდისთვის აუცილებელ რაციონს, ოღონდ კონსულტაცია, როგორც უკვე ვთქვით, ექიმთან უნდა გაიაროთ.

არ ინერვიულოთ. თუ შეამჩნიეთ, რომ სტრესულ პერიოდში თმის ცვენა გაგიაქტიურდათ, არ ინერვიულოთ. მიიღეთ ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებები ან მიმართეთ სპეციალისტს, რომელიც ანტისტრესულ პრეპარატს გამოგიწერთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS