12 თებერვალი, 2016
როგორ ვებრძოლოთ ჭორფლს - მოემზადეთ გაზაფხულისთვის
გაზაფხული ჭორფლისა და პიგმენტური ლაქებისთვის ყველაზე ხელსაყრელი დროა, ამ რეცეპტებით უფრო იოლად გაუმკლავდებით პრობლემებს:

ოხრახუშის ნიღაბი

სახის კანის ფერის გაუმჯობესებაში ოხრახუშის ნიღაბი დაგეხმარებათ.
ერთი კონა ოხრახუში წვრილად დაჭერით, კარგად გაქენით და დაუმატეთ ერთი სადილის კოვზი თაფლი. მიღებული მასა წაისვით სახეზე და 40 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

თუ ამ ნიღაბს რეგულარულად გამოიყენებთ, სასურველ შედეგს უკვე ორ კვირაში იგრძნობთ. პიგმენტური ლაქები თანდათან გაქრება.

ყურძნის ნირაბი

დაიღალეთ ჭორფლათან და პიგმენტურ ლაქებთან ბრძოლით?

8 მარცვალი ყურძენი გაქენით ფაფისებური
მასის მიღებამდე, დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი იოგურტი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა წაისვით სახეზე და 30 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. გაიკეთეთ ეს კოსმეტიკური ნიღაბი კვირაში ორჯერ და შედეგი არ დააყოვნებს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS