11 თებერვალი, 2016
გეზარებათ ტრენაჟორზე ვარჯიში? დალიეთ ერთი ბოკალი წითელი ღვინო
კანადელი მეცნიერების უახლესი გამოკვლევები ადასტურებს, რომ დღეში ერთი ბოკალი წითელი ღვინო ეფექტურობით სატრენაჟორო დარბაზში ერთსაათიან ვარჯიშს უტოლდება.

საქმე ის არის, რომ ღვინოში შემავალ ნივთიერება რესვერატროლს ისევე შეუძლია ორგანიზმის გამხნევება, როგორც ერთსაათიან ფიზიკურ ვარჯიშს. გარდა ამისა, რესვერატროლს აქვს კიბოს საწინააღმდეგო, ანთებსაწინააღმდეგო, სისხლში შაქრის დონის დამწევი,
კარდიოპროტექტორული და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სხვა ეფექტები.

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ეს მეთოდი ძალიან დაეხმარება იმ ადამიანებს, რომლებსაც სატრენაჟორო დარბაზებში სიარულის საშუალება არ აქვთ.

რესვერატროლი ამაგრებს გულს და აძლიერებს კუნთებს.

გაითვალისწინეთ, ლაპარაკია ერთ
ბოკალ წითელ ღვინოზე და არამცდაარამც მეტზე, ისიც იმ შემთხვევაში, თუ წითელ ღვინოზე რაიმე საწინააღმდეგო ჩვენება არ გაქვთ.

სოფიო ბულაური 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS