11 თებერვალი, 2016
გინდათ გქონდეთ ანგელოზის კანი? მოამზადეთ ეს გამწმენდი კრემი საკუთარი ხელებით
ეს ნიღაბი მოგაშორებთ მაკიაჟს და კანს ანგელოზის შესახედაობას მიანიჭებს.

გთავაზობთ სახის გამწმენდი პასტის რეცეპტს:

აიღეთ ერთი მუჭა ნუშის თხილი, მოუხალავი ( ან 2 სუფრის კოვზი ნუშის ფხვნილი).
2 სუფრის კოვზი თეთრი თიხა.

1 სუფრის კოვზი ალოე-ვერას გელი.

2 წვეთი ლავანდის ეთერზეთი.

2 წვეთი გვირილის ეთერზეთი.

მომზადების წესი:

1. ნუშის თხილს გადაავლეთ ცხელი წყალი და მოაშორეთ კანი. დაფქვით ყავის საფქვავში და აქციეთ ნუშის პუდრად.

2. შემდეგ დაუმატეთ ალოეს გელი, თეთრი თიხა და ეთერზეთები. ყველაფერი ერთად კარგად აურიეთ და
დააბლენდერეთ. უნდა მიიღოთ შესქელებული მასა.

3. გადაიტანეთ დახურულ ქილაში და შეინახეთ მაცივარში.

4. სახის წმენდისას, აიღეთ ცოტაოდენი პასტა, დაიდეთ ხელის გულზე, დაუმატეთ ცოტა წყალი, აურიეთ, ნაზად გადაინაწილეთ სახეზე, მსუბუქი მასაჟებით და ჩამოიბანეთ.

პროცედურის შემდეგ კანი ხდება ძალიან ნაზი და ხავერდოვანი.

პენი ლეინი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS