10 თებერვალი, 2016
სახის კანის სწრაფი დაჭიმვა სახლის პირობებში
თუ მნიშვნელოვანი შეხვედრა გაქვთ და სასწრაფოდ გესაჭიროებათ მოწესრიგება, დაგეხმარებათ სახის ნიღაბი!

მისი წყალობოთ სახის სწრაფი დაჭიმვა და აღდგენა გარანტირებული გაქვთ. კანი 5 საათის განმავლობაში შეინარჩუნებს ფორმას. თუმცა ნიღბის ხშირი მოხმარებით, შედეგი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ხანგრძლივი იქნება.

დაგჭირდებათ:

- 1 ჩაის კოვზი თაფლი

- 1 ჩაის კოვზი სახამებელი

- 1 ჩაის კოვზი რძე ( ცხიმიანი კანისთვის აიღეთ იოგურტი ან არაჟანი).

აურიეთ ინგრედიენტები, წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთს. ამ ყველაფრის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

უკეთესი შედეგისთვის წაისვით
ყინულის კუბიკები - უმჯობესია რძის ყინული.

ნიღაბი არაჩვეულერივად ატენიანებს სახის კანსა და დეკოლტეს ზონას.

რძის ყინულის მოსამზადებლად, უბრალოდ ჩაასხით რძე ყინულის მოსამზადებელ ფორმებში და გაყინეთ.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS