10 თებერვალი, 2016
პროდუქტები, რომლებიც სულაც არ არის დიეტური
რომელი ქალი არ ოცნებობს მოხდენილ გარეგნობაზე და მაცდურ ფორმებზე? სხვადასხვა დიეტის ძიებაში, ცდილობენ რაციონიდან გამორიცხონ მსუყე, კალორიული პროდუქტები. თუმცა, ხშირად დიეტური საკვებიც უწყობს ხელს ცხიმის დაგროვებას.
დიეტოლოგებმა შეადგინეს იმ პროდუქტების სია, რომლებსაც სწრაფი გახდომის მსურველები უნდა მოერიდონ.

აი, დიეტური პროდუქტები, რომლებიც სინამდვილეში, თურმე, სულაც არ ყოფილა დიეტური.

ყველი
сыр
ძნელია ამ პროდუქტს დაბალკალორიული უწოდო. 100 გრამი ყველი 400 კალორიას შეიცავს! ცხიმიანობა კი 33%-ს შეადგენს, ზოგჯერ - მეტსაც. თუ უცხიმო ყველს მიირთმევთ, იცოდეთ, რომ მისი კალორიულობა ბევრად
ნაკლები არ არის.

იოგურტი

йогурт
ხშირად დიეტაზე მყოფი ქალბატონები დილას სწორედ ამ პრიდუქტით იწყებენ და აზრადაც არ მოსდით, რომ თითოეული ჭიქა იოგურტი დაახლოებით სამ კოვზ შაქარს შეიცავს. დიეტურ პროდუქტს შეიძლება მივაკუთვნოთ მხოლოდ შინ მომზადებული იოგურტი, მაღაზიაში ნაყიდი ამისთვის ნაკლებად გამოგადგებათ.

ხაჭო

творог
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, დაადგინეს, რომ ხაჭო შეიძლება შეშუპებისა და ცელულიტის წარმოქმნის მიზეზი გახდეს. ყველაფერი კი ლაქტოზის ბრალია, რომელსაც ხაჭო უხვად შეიცავს.

შავი შოკოლადი

черный шоколад
მიუხედავად იმისა, რომ რძიანი შოკოლადი შეიძლება უფრო გემრიელად მოგეჩვენოთ, ორგანიზმისთვის შავი შოკოლადი უფრო სასარგებლოა. თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ 100 გრამი შავი შოკოლადი 539 კალორიას შეიცავს. შედარებისთვის გეტყვით, რომ ნაღების კარაქი 750 კალორიას შეიცავს.

ღვინო

вино
არ დაუჯეროთ მას, ვინც ამტკიცებს, რომ მშრალი ღვინო კალორიებს არ შეიცავს. მასში არის კალორიები და თან არცთუ ცოტა რაოდენობით. ასე რომ, მაინცდამაინც ნუ მიეძლებით, მით უმეტეს ყველთან ერთად, თორემ წელისა და თეძოების არეში დაგროვილ ცხიმს დიდხანს ვერ მოიშორებთ.

ყავა

кофе
დიახ, ყავა სუფთა სახით მართლაც არ შეიცავს კალორიებს, მაგრამ თუ თქვენ ლატე, კაპუჩინო ან ნაღებიანი ყავა გიყვართ, თანაც ტკბილი, 400 კალორია გარანტირებული გაქვთ. ეს დაახლოებით ერთ თეფშ ყველიან სპაგეტის უდრის.

ჩირი

Rating
ბევრს მიაჩნია, რომ ჩირი საუკეთესო საშუალებაა შიმშილის გრძნობის დასაცხრობად, თანაც დაბალკალორიულია და შეიძლება, რამდენიც გინდათ მიირთვათ. დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ მთლად ასეც არ არის - შეგიძლიათ შიმშილის გრძნობა მოიკლათ, მაგრამ თუ გახდომას აპირებთ, ბევრი ჩირის ჭამა არ შეიძლება.

ომლეტი

омлет
კვერცხის ცილა ძირითად როლს თამაშობს კუნთოვანი მასის ფორმირების პროცესში, მაგრამ თუ ომლეტს ლორს, ყველსა და სხვა ინგრედიენტებს დაუმატებთ, ის აღარ იქნება დიეტური პროდუქტი.

სალათები

салаты
გგონიათ, რამდენიც უნდა ჭამოთ, სალათები არ გაგასუქებთ? სალათა არ გაგასუქებთ მაშინ, როცა ის მხოლოდ ახალი ბოსტნეულისგან შედგება. თუ მასში ზეთი, ხორცი, მაიონეზი და სხვა ინგრედიენტები ურევია, ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლაზე არც იფიქროთ.

სუში

суши и роллы
ყველას შურს აზიელი ქალბატონების სიგამხდრე. ცნობილია, რომ ეს მეტწილად მათი რაციონის დამსახურებაა, რომელიც ძირითადად თევზის, ბრინჯისა და წყალმცენარეებისაგან შედგება. აზიურ დიეტებში თევზი არის კიდეც რეკომენდებული, მაგრამ ჩვენში თევზი განსხვავებულად მზადდება, ამიტომ მის იმედზე ყოფნას არ გირჩევთ.

სოფიო ბულაური

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
თამარი
სოპო არ გიცნობ მაგრამ როგორ მიყვარხარ რომ იცოდე შენი სახელიან გავარიანად განსაკუტრებიტ კი ამ ხალხსს სიმარტლესს რომ აგებინებ ამის გამო წარმატებებს სგისურვებ შენსს პირად ტუ საზოგადო ცხოვრებაშიი
00:35 / 13-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ტამარი
რა სასაცილოაა როცა დიეტებში წერენ ცხიმსს როგორ წვავს რძE ხაჯო ყველი და მაწონი . ცხიმმოხდილი უშაქრო მაწონი კი დე შიდზლება . სიმსუქნის ყველაზე დიდი მტერი სუპტა ჰაერი ,სიარული და სირბილია.
00:32 / 13-02-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS