10 თებერვალი, 2016
ვიტამინების ბომბი - ძალიან სასარგებლო ჭარხლის სალათი შავი ქლიავითა და პირშუშხათი
ორიგინალური და სასარგებლო კერძის მოსამზადებლად, აუცილებელი არ არის ეგზოტიკური ხილი, საკმარისია ცოტაოდენი ექსპერიმენტი ჩვეული პროდუქტებით.
ამ სალათის შემადგენლობაში არაფერია განსაკუთრებული, მაგრამ ბანალური სულაც არ არის, ამასთან ძალიან სასარგებლოცაა. ჭარხალს შეუძლია აღადგინოს და გააუმჯობესოს სისხლის ხარისხი. შავი ქლიავი კი აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. პირშუშხა კურნავს ნაღვლის ბუშტიდან გამავალი გზების ანთებით პროცესებს. და ეს სასარგებლო ინგრედიენტების სრული ჩამონათვალი სულაც არ არის.

ეს სალათი ვიტამინების ნამდვილი ბომბია.

რაც მთავარია, ჭარხლის სალათი თქვენს სადღესასწაულო სუფრებსაც დაამშვენებს, რადგან შესახედად ძალიან
ლამაზად გამოიყურება, გემო კი კიდევ უფრო კარგი აქვს.

ინგრედიენტები:

ჭარხალი - 2 ც.

შავი ქლიავი - 50 გრ.

იოგურტი - 5 ს.კ.

გოგრის მზესუმზირა- 40 გრ.

კარტოფილი - 4ც.

ვაშლი - 1ც.

პირშუშხას დახეხილი ფესვები - 2 ს.კ.

ლიმონის წვენი - 2 ჩ.კ.

მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

1. შავი ქლიავი გააჩერეთ ცხელ წყალში 10-15 წუთს. შემდეგ გადაუწურეთ წყალი და დაჭერით ძალიან წვრილად.

2. ქლიავს დაუმატეთ პირშუშხა და იოგურტი ( სასურველია სახლის, ნაკლებად ტკბილი). დაუმატეთ მარილი და ცოტახნით მაცივარში გააჩერეთ.

3. გარეცხეთ კარტოფილი და ჭარხალი, შეფუთეთ ფოლგაში. გაახურეთ გაზქურა 180 გრადუსამდე და დაელოდეთ ვიდრე ბოსტნეული არ შერბილდება. კარტოფილი 45 წუთში მზად იქნება, ჭარხალს კი 1 საათი დასჭირდება.

4. გაფცქვენით გოგრის მზესუმზირა და მსუბუქად მოხალეთ დაბალ ცეცხლზე.

5. მზა ინგრედიენტები კარგად აურიეთ ერთმანეთს. შეგიძლიათ დაალაგოთ ფენებად.

პენი ლეინი

ბეჭდვა