09 თებერვალი, 2016
ჯანმრთელობის 10 რეცეპტი ვანგასგან
- სისხლის მაღალი წნევა - 1 სუფრის კოვზი სიმინდის ფქვილი ჩაყარეთ ჭიქაში, დაასხით ცხელი წყალი, ჭიქა ბოლომდე შეავსეთ და გააჩერეთ მთელი ღამით. დილით წყალი ბოლომდე დალიეთ, ნალექს ნუ აამღვრევთ.

- ბრონქიტი ბავშვებში - 2 ც კვერცხი შეწვით ღორის ცხიმში, მოაყარეთ მარილი და როცა გაგრილდება, დაადეთ ბავშვს გულზე მთელი ღამის განმავლობაში.

- აიღეთ ერთი თავი წითელი ხახვი, გაფცქვენით, გაუკეთეთ ღრმული და ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი. ვიდრე ბავშვი არ გამოჯანმრთელდება, ყოველდღიურად უნდა მიირთვას საშუალო ზომის, ამგვარად მომზადებული ხახვი.

- ასთმა
- 40 თავი ხახვი შერბილებამდე ხარშეთ წყალში. შემდეგ მოათავსეთ 0,5 ლ ზეითუნის ზეთში და ჩაზილეთ. მომზადებული პიურე მიირთვით დილით და საღამოს, ჭამამდე 1 სუფრის კოვზი.

- მწვავე გასტრიტი
-200 გრ მრავალძარღვას ფოთლები 5 წუთს ხარშეთ ყურძნის სუფთა რაქში (თურქული ალკოგლური სასმელი) ან არაყი. ნახარში გაფილტრეთ და როგორც კი გაგრილდება, გადაიტანეთ ბოთლში. მიიღეთ დილით უზმოზე 1 სუფრის კოვზი.

მკურნალობის დროს დაუშვებელია მოწევა.

- ფეხების ტკივილი - ემალის მოზრდილ ქვაბში მოხარშეთ ერთი შეკვრა თეთრ-წითელი სამყურა. როცა ნახარში გაგრილდება დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ნავთი. ამ ნაყენში საღამოობით ჩაალაგეთ ფეხები. პროცედურა 3-4-ჯერ მიყოლებით გაიმეორეთ.

- ვენების გაგანიერება
- დილით ადრე, მზის ამოსვლამდე, ფეხზე ჩაცმული ბამბის წინდებით, გაიარეთ ცვრიან მინდორში ისე, რომ ნასკები კარგად დანოტივდეს. შემდეგ ნუ გაიხდით მათ - შეგაშრეთ ფეხზე.

გაიმეორეთ 10 დღეს - ღორის ფილტვი დაჭერით ნაჭრებად, დაიდეთ ფეხებზე და შეიხვიეთ, შეგიძლიათ შეიშხეფოთ გოგირდიც. სახვევი გაიჩერეთ მთელი ღამით.

ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ: ყავის ჭიქა მცენარეულ ზეთს დაუმატეთ ამდენივე ძმარი. მასში ჩაალბეთ ნაჭერი და ისე ჩამოიბანეთ პრობლემური ადგილები.

- სოკოვანი დაავადება ხელის ფრჩხილებზე
- მოხარშეთ მაგარი ყავა და რამდენჯერმე ჩააწყვეთ ხელები, ნალექს ნუ შეეხებით. ყავის ნაყენი კურნავს ფეხის სოკოსაც, ხსნის ფეხის ტერფებისა და ქუსლის ტკივილს. რამდენიმე პროცედურის შემდეგ სოკო ბოლომდე აღმოიფხვრება, კანი რბილდება და ტკივილიც გადის.

- სოკოვანი ფეხის თითებზე
- ჩაალაგეთ ფეხები ღვინის ძმარში. ასევე დაიძინეთ ამავე ძმარში დასველებულ წინდებში.

- საკვერცხეების ანთება -
მოხარშეთ ტყის თივა შესაფერის ქვაბში და ორთქლს მიუშვირეთ დაავადებული ნაწილი. პროცედურა გაიმეორეთ ყოვედღე, ვიდრე ანთება არ გაივლის. ტყის თივა შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ რძეში მოხარშული კომბოსტოთი.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნანა
Gამარჯობატ,პეხის ტიტებზე მაქვს სოკო და მაინტერესებს ყავA რა დოზიტ უნდა ავადუგოდა როგორ. Mოვიქცე.გტხოვტ დამაკვალიანოტ,წინასწარ გიხდიტ მადლობას
23:57 / 09-02-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS