09 თებერვალი, 2016
ეს მარტივი რეცეპტები წნევის პრობლემას დიდი ხნით მოგიგვარებთ
ჰიპერტონია ბევრს აწუხებს, მაგრამ ცოტა თუ ცდილობს ამ პრობლემის მარტივი მეთოდით მოგვარებას. ეს მარტივი ხალხური რეცეპტი დიდ დახმარებას გაგიწევთ და რამდენიმე წლით შეგიცვლით ძვირად ღირებულ პრეპარატებს.

ჩაყარეთ ქვაბში 5 სადილის კოვზი ფიჭვის წიწვი, 2 სუფრის კოვზი ასკილი და ამდენივე ხახვის ჩენჩო, დაასხით ერთი ლიტრი ცივი წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ ქვაბს საფარებელი დააფარეთ და ნელ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში ადუღეთ.

ქვაბი გადმოდგით, ცოტა ხნით გააჩერეთ და შემდეგ გადაწურეთ. აუცილებლობის შემთხვევასი შეგიძლიათ ცოტაოდენი ადუღებული წყალი დაუმატოთ - ნახარში
ერთი ლიტრი უნდა იყოს. ეს მოცულობა ორად გაყავით და დალიეთ ორი დღის განმავლობაში. შემდეგ კი ახალი ნახარში მოამზადეთ. მკურნალობის კურსი ოთხი თვეა.

პირველი რამდენიმე წელი ნახარში რეგულარულად სვით, შემდეგ კი - აუცილებლობის შემთხვევაში.

უკეთესობა შეიძლება ერთ კვირაში იგრძნოთ, ერთი თვის შემდეგ კი შეძლებთ ექიმის დანიშნული პრეპარატი გვერდზე გადადოთ.

სხვათა შორის, წიწვების ნახარში კარგად ასუფთავებს ნაწლავებსა და ღვიძლს, აქვს შარდმდენი თვისებაც.

ხახვის ჩენჩო

ხახვის ჩენჩო უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს.

მასში შემავალი Е ვიტამინის წყალობით, აფერხებს დაბერების პროცესს.

კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული და ონკოლოგიური

დაავადებების თავიდან ასაცილებლად.

აქვს ძლიერი ანტიმიკრობული მოქმედება.

მასში ასევე უხვადაა С ვიტამინი, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს.

შეიცავს Р ვიტამინს, რომელიც სისხლძარღვებს ამაგრებს.

სასარგებლოა ანგინის, ლარინგიტის, ღრძილების ანთების, სტომატიტის სამკურნალოდ.

ასკილი

უხვად შეიცავს С ვიტამინს - 40-ჯერ მეტს, ვიდრე ლიმონი.

წმენდს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

აქტიურად იყენებენ სისხლნაკლებობის, თირკმლების, შარდის ბუშტისა და ინფექციური

დაავადებების სამკურნალოდ.

გამოყენების წესი: 2 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ასკილის ნაყოფს დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. გადმოდგით, კარგად შეფუთეთ და გააჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში. დილით გადაწურეთ და დღის განმავლობაში დალიეთ ჩაის სახით ან წყლის მაგივრად.

სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ თაფლი დაუმატოთ.

წიწვი

იყენებენ როგორც პროფილაქტიკურ საშუალება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.

წიწვის ნაყენი და ზეთი სისხლში ქოლესტერინის დონეს აქვეითებს, აღადგენს სისხლძარღვების ელასტიკურობას.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS