08 თებერვალი, 2016
გინდათ ათი წლით გაახალგაზრდავდეთ - გააკეთეთ ეს კვირაში ერთხელ
იაპონელი ქალბატონები საუკუნეების განმავლობაში სარგებლობენ ბრინჯის კოსმეტოლოგიური თვისებებით. მათი გლუვი და ლამაზი კანის საიდუმლო სწორედ ამ ყველასტვის ადვილად ხელმისაწვდომ პროდუქტში იმალება.

ბრინჯი უხვად შეიცავს Е ვიტამინსა და სხვა უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, რითაც ხელს უწყობს ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის გახანგრძლივების პროცესს.

გთავაზობთ სუპერმარტივ კოსმეტიკურ ნირაბს სახისთვის, რომელიც გაგიუმჯობესებთ სახის კანის ფერს, მოგაშორებთ წვრილ ნაოჭებს და ათი წლით გაგაახალგაზრდავებთ.

დაგჭირდებათ:

3 სადილის კოვზი ბრინჯი;

1 სადილის კოვზი რძე;

1სადილის კოვზი თაფლი.

მომზადების წესი:

ბრინჯი მოხარშეთ და გდაწურეთ, გადანაწური ნახარში შეინახეთ. მოხარშულ
ბრინჯს დაამატეთ ერთი სადილის კოვზი თბილი რძე და ერთი სადილის კოვზი თაფლი. აურიეთ.

მიღებული მასა წაისვით გასუფთავებულ მშრალ კანზე. გაიჩერეთ, სანამ მთლიანად არ გაშრება და შემდეგ გადანახული ბრინჯის ნახარშით ჩამოიბანეთ.

ბრინჯის ნახარში ძლიერი ანტიოქსიდანტია. ის ატენიანებს კანს და აუმჯობესებს სისიხლის მიმოქცევას. ასევე, ხელს უწყობს პიგმენტური ლაქების მოშორებას და აცხრობს ანთებით პროცესს.

სხვათა შორის, კარგი იქნება, თუ ბრინჯის ნახარშს გარუჯვის წინ წაისვამთ სახეზე: ის ატენიანებს კანს და დაგიცავთ ახალი ნაოჭების გაჩენისაგან.

უკეთესი შედეგისათვის ბრინჯის ნიღაბი კვირაში ერთხელ მაინც გაიკეთეთ.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
სალისასა
ნამდვილად საიმედოა ეს?
00:28 / 28-02-2016
გამოხმაურება / 0 /
ოთარი
ამ სტატიის შემდეგ სავარაუდოთ ბრინჯი გაძვირდება.
20:58 / 08-02-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS