07 თებერვალი, 2016
სწრაფადმოქმედი მარტივი საშუალებები შეშუპებისა და ნაოჭების წინააღმდეგ
ასაკთან საბრძოლველად გთავაზობთ საუკეთესო საშუალებებს:

ასპირინის სკრაბი

სახის კანის აღდგენისთვის, უნიკალური საშუალებაა - კვირაში ერთხელ გაიკეთოთ გამწმენდი ასპირინის ნიღაბი.
ასპირინს დააწვეთეთ ერთი წვეთი წყალი. დაუმატეთ 1 ჩ.კ თაფლი და კარგად აურიეთ. წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 10 წუთს. შემდეგ ჩამოიბანეთ.
ნიღაბი გააქრობს ნებისმიერი სახის სიწითლეს და აღადგენს კანს.

გამაახალგაზრდავებელი რეტინოიდული მალამო

რეტინოიდული მალამო შეიცავს რეტინოიდის მჟავას, რაც სახის კანის პირდაპირი მასტიმულირებელია. რეტინოიდი A ვიტამინის ანალოგია.
მალამო აკნეს საწინააღმდეგოდ გამოიყენება, მაგრამ ასევე შესანიშნავია სიბერესთან საბრძოლველად. აუმჯობესებს კანის მდგომარეობას,
მოგაშორებთ შეწითლებებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც კრემი.

ძირტკბილა ასაკობრივი პირგმენტური ლაქების წინააღმდეგ

ძირტკბილას ფესვების ექსტრაქტი დაგეხმარებათ ასაკობრივი პიგმენტური ლაქების მოშორებაში, ჭიმავს კანს და ერთფეროვან შეფერილობას აძლევს.
უბრალოდ ადუღეთ ძირტკბილას ფესვები, გააჩერეთ და სახე ნაყენით ჩამოიბანეთ.

თუთიის მალამო ნაოჭების გასაქრობად

თუთიის მალამო ნაოჭებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.
წაისვით მალამოს თხელი ფენა დანაოჭებულ კანზე. მაგრამ გახსოვდეთ, ეს საშუალება აშრობს კანს, ამიტომ პარალელურად აუცილებლად უნდა გამოიყენოთ დამატენიანებელი კრემები, წინააღმდეგ შემთხვევაში მგრძნობიარე კანი თვალებისა და პირის გარშემო, გამოშრება და ძალიან გაუხეშდება.

ჰიდროკორტიზოლის მალამო ბოტოქსის ნაცვლად - თვალის ნაოჭების მოსაშორებლად

ჰიდროკორტიზოლის მალამო ჭიმავს პრობლემურ, დანაოჭებულ ადგილებს. მაგრამ ვიდრე მის გამოყენებას დაიწყებდეთ, უმჯობესია შეამოწმოთ რამდენად ალერგიული კანი გაქვთ. თუ ყველაფერი რიგზე გაქვთ, შეგიძლიათ თამამად ებრძოლოთ ნაოჭებს.

ჰიდროკორტიზონის თვალის მალამო - ჰორმონალური სამკურნალო საშუალებაა ალერგიის განსაკურნად, ხსნის ანთებით პროცესებს.

პენი ლეინი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS