05 თებერვალი, 2016
რას მოგვცემს მკაცრი დიეტა - ფაქტები, რომელიც ყველა გახდომის მსურველმა უნდა იცოდეს
დიეტა 21-ე საუკუნეში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მსოფლიოში 150 ათასზე მეტი სხვადასხვა დიეტა არსებობს, თუმცა ყველას როდი მოაქვს ჯანმრთელობისთვის სიკეთე.

ყველამ, ვინც დიეტის დახმარებით გახდომას აპირებს, კარგად უნდა იცოდეს, რომ არ შეიძლება საკითხს მიუდგე პრინციპით - "მეზობელმა კეფირის დიეტა მირჩია, თვითონ ამ დიეტით 15 კილოგრამი დაიკლო!" მეზობელმა შესაძლოა კი დაიკლო, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ მას თქვენგან განსხვავებული მეტაბოლიზმი აქვს. თქვენ კი შეიძლება ამგვარმა დიეტამ თავბრუსხვევასა და გონების დაკარგვამდეც კი მიგიყვანოთ.

ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს და
სწორად იკვებება, დიეტის საჭიროებას იშვიათად განიცდის.
ისინი სათანადო რაოდენიბის ვიტამინებსა და დატვირთვას იღებენ, რაც საშუალებას აძლევს ორგანიზმს, ბუნებრივად დაწვას ცხიმი და შეინარჩუნოს ნორმალური წონა.

მკაცრი დიეტა ძალიან სახიფათოა, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ დიეტოლოგს და გაითვალისწინოთ მისი რეკომენდაციები. გარკვეულ საკვებზე უარის თქმამ შეიძლება სისხლის ნაწილაკების დაკარგვა გამოიწვიოს, მათი აღდგენა კი საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია.

მკაცრი დიეტის დროს ორგანიზმი ვერ იღებს საჭირო რაოდენობით კალორიებს, რაც პირდაპირ აისახება ჯანმრთელობაზე.

განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ ასაკოვანი და ის ადმიანები, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ. მკაცრი დიეტა მხოლოდ გაამწვავებს მდგომარეობას და შეიძლება ერთი-ორი ახალი დაავადებაც გამოიწვიოს.

ვიტამინების, მინერალების, ცხიმებისა და ნახშირწყლების უკმარისობა წონის კატასტროფულ დაკლებას იწვევს. ამ დროს ორგანიზმი იწყებს საჭირო ნივთიერებების არსებული მარეგის

გამოყენებას და ეს პროცესი მივა იქამდე, რომ "საკუთარ თავს თვითონვე შეჭამს". რას მოგვცემს

ეს, ამაზე ლაპარაკი, ალბათ, ზედმეტია. როგორ დიეტას დაიცავთ, რა თქმა უნდა, თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში

აუცილებლად მიმართეთ დიეტოლოგს.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS