05 თებერვალი, 2016
რატომ უნდა გავყინოთ ლიმონი
ლიმონის კანი 10-ჯერ მეტ ვიტამინს შეიცავს, ვიდრე წვენი! ის სასარგებლოა როგორც

ჯანმრთელობისთვის, ისე საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის.

ბოლოდროინდელი გამოკვლევებით მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ლიმონის კანი კიბოს

პროფილაქტიკის ერთ-ერთი საშუალებაა.

ლიმონის უპირატესობის გამოსაცდელად შეგიძლიათ რამდენიმე მარტივ ხერხს მიმართოთ.

გაყინული ლიმონი

ლიმონი გარეცხეთ და ორი საათით საყინულეში შედეთ. საქმე ის არის, რომ გაყინული ლიმონი

უფრო ადვილად იხეხება, გაუყინავი კი იჭყლიტება. ლიმონი გახეხეთ მთლიანად - კანიან-

რბილობიანად.

მიღებული მასა შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერ კერძს: ის საკვებს განსხვავებულ გემოსა და

არომატს შესძენს. განსაკუთრებით
უხდება სალათებს, თევზსა და ხორცს.

როგორც აღვნიშნეთ, ლიმონის კანს კიბოს უჯრედების განეიტრალება და ორგანიზმიდან
ტოქსიკური ნივთიერებების გამოდევნა შეუძლია. ამიტომაც მას, როგორც პროფილაქტიკურ
საშუალებას, ხშირად ურჩევენ სხვადასხვა დაავადების დროს. ეს უნივერსალური ციტრუსი
ორგანიზმს გამძლეობას მატებს.

როგორ გამოვიყენოთ ლიმონის კანი

ლიმონი საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაშიც დაგეხმარებათ: ლიმონის წვენი კარგად წმენდს სხვადასხვა ზედაპირს, ლიმონის კანი კი წმენდს ჰაერს, სასიამოვნო არომატით ავსებს ოთახს და აფრთხობს მწერებს.

ლიმონის კანი შეგიძლიათ არა მარტო გაყინოთ, არამედ გაახმოთ კიდეც. გამხმარ კანს ადვილად დაფხვნით, შეგიძლიათ ამისთვის ბლენდერიც გამოიყენოთ, და მარტივად მოაყრით საკვებს, დაამატებთ ჩაის, ყავას, ფაფებს.

თუ ლიმონის ფხვნილს შაქარში აურევთ, ძალიან საინტერესო და არომატულ ლიმონის შაქარს მიიღებთ - დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ამით ნებისმიერ სტუმარს მოხიბლავთ.

ლიმონის სამკურნალო თვისებები ფართოდაა ცნობილი. ჩვენ მხოლოდ შეგახსენებთ, რომ

უმადობის დროს კარგი იქნება, თუ ლიმონის კანს დაღეჭავთ - ეს მადას გაგიღვივებთ. ასევე, ეს მეთოდი აუმჯობესებს საჭმლის მონელებისა და ნივთიერებათა ცვლოს პროცესებს, ნაღვლის ბუშტის მუშაობას. გარდა ამისა კარგად უმკლავდება ანთებით პროცესებს.

ასე რომ, როგორც კი ყელის ტკივილს იგრძნობთ, სასწრაფოდ დაღეჭეთ ერთი-ორი ნაჭერი ლიმონი.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS