04 თებერვალი, 2016
იქნებ ღვიძლი შველას გთხოვთ?
თანამედროვე ცხოვრების აჩქარებული რიტმი იძულებულს გვხდის, ნაჩქარევად წავიხემსოთ, სწრაფი კვების ობიექტებში ვისადილოთ და სულ უფრო ხშირად ვისარგებლოთ ნახევარფაბრიკატების დახმარებით.

ცხადია, ამის გამო ყველაზე მეტად ჩვენი ღვიძლი და შესაბამისად, ჯანმრთელობა ზარალდება.

რა სიმპტომებით შეიძლება ამოვიცნოთ სჭირდება თუ არა ღვიძლს დახმარება?

• საერთო სისუსტე და მადის დაკარგვა.

• გახშირებული კუჭის მოქმედება და ბაცი ფერის განავალი.

• უარესდება კანის მდგომარეობა: კანი ზედმეტად მშრალი ან ცხიმიანი ხდება, თავს იჩენს სიწითლე და გამონაყარი.

• ჭამის შემდეგ პირში მწარე გემოს შეგრძნება ჩნდება.

• ცხიმიანი საკვების შემდეგ
თავს იჩენს ტკივილი კუჭის არეში.

• ტკივილი მარჯვენა ბეჭქვეშ.

• სითხის დაგროვების გამო წინ გამოზნექილი მოდუნებული მუცელი.

• თეთრი ნადები და წყლულები ენაზე.

• სხეულზე ჩნდება ცხიმგროვები - აშკარა ნიშანი იმისა, რომ ღვიძლი გადაიღალა.

• თვალის თეთრ გარსს მოყვითალო ფერი გადაჰკრავს.

ღვიძლი ფასდაუდებელ სამუშაოს ასრულებს, ამიტომ კარგი იქნება, თუ საკუთარი
ჯანმრთელობისა და სილამაზის ხათრით ცოტათი მაინც დაეხმარებით.

სოფიო ბულაური
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS