02 თებერვალი, 2016
ოთხი პროდუქტი, რომელთა ნაკლებობაც თავის ტკივილს იწვევს
თავის ტკივილი ბევრი დაავადების სიმპტომი შეიძლება იყოს, თუმცა არსებობს განსაკუთრებით აუტანელი და დამთრგუნველი თავის ტკივილი, რომელიც მაშინვე მიგახვედრებთ, რომ ეს შაკიკია. ამ ტკივილს დღეს პლანეტის თითქმის ყოველი მეექვსე ადამიანი ამოიცნობს. როგორც წესი, ტკივილი ლოკალიზებულია თავის ტვინის ერთ ნახევარსფეროში. ყველაზე ხშირად შაკიკი მგრძნობიარე, ემოციურ ადამიანებს აწუხებთ.

თავის ტკივილის მიზეზები

შაკიკი შეიძლება განაპირობებული იყოს მემკვიდრეობით, მნიშვნელობა აქვს, აგრეთვე სქესს - ქალებს უფრო ხშირად აწუხებთ, ვიდრე მამაკაცებს. შაკიკის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ფსიქოემოციური ფონი. მნიშვნელოვანია
ასაკიც - სპეციალისტთა დაკვირვებით, ახალგაზრდები, მათ შორის მოზარდები, უფრო ხშირად ავადდებიან შაკიკით, ასაკის მატებასთან ერად კი დაავადება თანდათან ქრება.

შაკიკის შემთხვევაში დაავადება რომ არ გაგიმწვავდეთ, დიდი როლი ეკისრება კვებას.
шпинат и молоко
დამტკიცებულია, რომ ორგანიზმში გარკვეული ელემენტების უკმარისობამ შეიძლება ოთხჯერ უფრო ძლიერი ტკივილები გამოიწვიოს.

გთავაზობთ ოთხი ჯგუფის ნივთიერებებს, რომელთა უკმარისობა შაკიკის შეტევას აძლიერებს.

ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B12
молоко и печень
თუ ადვილად ღიზიანდებით და დაბნეული ხართ, ესე იგი თქვენს ორგანიზმს ფოლიუმის მჟავასა და ვიტამინი B12 აკლია. ამ ნივთიერებების ნაკლებობის დროს ორგანიზმზე ძლიერ გავლენას ახდენს სტრესიც.

გაითვალისწინეთ, არ არის სასურველი თავის ტკივილის გაყუჩება ასპირინის შემცველი პრეპარატებით. ასპირინი ამცირებს ორგანიზმში ფოლიუმის მჟავასა და ვიტამინ B12-ის შემცველობას. "მარაგის" შევსებაში დაგეხმარებათ ისპანახი - ის ფოლიუმის მჟავასა და ვიტამინ B12-ის საბადოა. ამ ნივთიერებებით მდიდარია, ასევე, ბროკოლი, სატაცური, ავოკადო, ჭარხალი, სტაფილო, გოგრა, ქათმის კვერცხი.

სპილენძი და რკინა

სპილენძისა და რკინის დეფიციტი ძირითადად ქალის ორგანიზმს ახასიათებს. ამ ნივთიერებების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ანემია, ჰიპერტონია, შაკიკი, გადაღლილობა.
овощи и морепродукты
სპილენძით მდიდარია ლობიო, თხილი, თხის ყველი, ავოკადო. რკინის ნაკლებობას კი შეგივსებთ მწვანილი, სალათის ფურცლები, მზესუმზირა, ქუნჯუთი, ღვიძლი, ზრვის კომბოსტო.

ვიტამინი B6

ვიტამინ B6-ის (პირიდოქსინის) დეფიციტი სისხლძარღვების დაავადების გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია.
ვიტამინი B6-ს უხვად შეიცავს ლობიო, ღვიძლი, ახალი ბოსტნეული, ასევე, მარცვლოვანი კულტურები. ასე რომ, თუ გსურთ შეინარჩუნოთ ტვინის, ნერვების, გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობა, დიდი რაოდენობით ჩართეთ ეს პროდუქტები თქვენს რაციონში.

ვიტამინი D
яйца и рыба
D ვიტამინს ჩვენი ორგანიზმი ბუნებრივი გზით მხოლოდ მზის სხივების ქვეშ გამოიმუშავებს. ზამთარში კი ის საკვებიდან უნდა მივიღოთ. D ვიტამინის ნაკლებობას შეგივსებთ კვერცხი, პარკოსანი კულტურები, რძის პროდუქტები. გაითვალისწინეთ, D ვიტამინი მნიშვნელოვანი ელემენტია ნივთიერებათა ცვლის პროცესში.

დაიმახსოვრეთ, სრულფასოვანი კვება, სპორტი, სუფთა ჰაერზე სეირნობა მნიშვნელოვნად ამცირებს შაკიკის შეტევების სიხშირეს.

სოფიო ბულაური



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნანი.
ძალიან საჭირო სტატიაა.დიდი დალობა.
13:45 / 03-02-2021
გამოხმაურება / 0 /
TOPS