27 იანვარი, 2016
5 პროდუქტი, რომლებიც დიდი რაოდენობით D ვიტამინს შეიცავს და აუცილებლად უნდა მიირთვათ ზამთარში
ზამთარში აუცილებლად უნდა აიმაღლოთ ორგანიზმში D ვიტამინის დონე. მისი ნაკლებობა უარყოფითად აისახება კბილებსა და ძვლებზე. ზამთარში ადამიანი მოკლებულია მზის სხივებს, რაც D ვიტამინის ნაკლებობას იწვევს. ამიტომ გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც ამ პრობლემასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ:

1. კრევეტი

ბოლო დროს აშშსა და კანადის მოსახლეობა, აქტიურად იყენებს კრევეტის ზეთს. უმატებენ საკვებს. თევზის ცხიმისგან განსხვავებით, მას სუნი არ აქვს, ადვილად ინელებს კუჭი და ყოველგვარი არასასიამოვნო შეგრძნების გარეშე ორგანიზმს D ვიტამინით კვებავს.

2. კვერცხი
Яйца
ზამთარში საუზმედ კვერცხი ხშირად უნდა მიირთვათ. აღმოჩნდა,
რომ კვერცხის გულიც, ნორმალური რაოდენობის D ვიტამინს შეიცავს, ბატის კვერცხი კი კიდევ უფრო მეტს. ასე რომ დღეში ორჯერ კვერცხის მიღება სულაც არ გაწყენთ.

3. ორაგული და კალმახი
Лосось и форель
ცნობილი ფაქტია, რომ თევზი D ვიტამინის შემცველია. განსაკუთრებით სასარგებლოა ზამთრის ორაგული და კალმახი, მათში უამრავი სასარგებლო ნუტრიენტია. ამასთან წითელი თევზით იმდენი სხვადასხვა კერძის მომზადება შეგიძლიათ, რომ ზამთრის ვახშმები თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს,

4. რძე
Обогащенное молоко
სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად შეხვდებით რძეს, D ვიტამინის დანამატით. ეს ძალიან კარგი საშუალებაა, ვიტამინის დღის ნორმა მიიღოთ.

5. ღორის ნეკნი
Свиные ребра
ღორის ნეკნების მოყვარულებისთვის, შესანიშნავი აღმოჩენა იქნება. ლუდთან ამ პოპულარულ წასახემსს, საკმაოდ დიდი რაოდენობით D ვიტამინი აქვს. შესაბამისად გადაწყვეტილია! შემდეგში არჩევანი ამ უგემრიელეს კერძზე შეაჩერეთ.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS