25 იანვარი, 2016
ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის განკურნება აბების გარეშე
გასაოცარია, რომ ღვიძლის დაავადების დროს გულყვითელას ნაყენს ჯერ კიდევ პირველი საუკუნიდან იყენებენ.

რეცეპტი სანაღვლე გზების დისკენეზიის დროს:

აიღეთ 50 გრ გულყვითელა, გვირილა, პიტნა, სალბის ფოთლები, ფარსმანდუკი და ეგრეთწოდებული მულეინი, დაჭერით ყველაფერი და აურიეთ. 10 გრ ნარევს დაასხით 200 მლ ცხელი წყალი, გააჩერეთ და მიიღეთ ჭამამდე 15 წუთით ადრე, 50 მლ დღეში 4-ჯერ.

დისკინეზიის ჰიპერკინეტიკული ფორმის შეთხვევაში:

აიღეთ თანაბარი რაოდენობის ფარსმანდუკი, არყის ფოთლები, მაიორანის ბალახი, კრაზანას ბალახი, გულყვითელას ყვავილები, პიტნის ბალახი.
აიღეთ თანაბარი რაოდენობის გვირილას ყვავილები,
კალენდულას ყვავილები, სვიას ნაყოფი, კამას ნაყოფი, პიტნის ბალახი, ფარსმანდუკის ბალახი.

ჰიპოკინეტიკური ფორმის შემთხვევაში:

არყის კვირტები, წყალნაწყენის ფოთოლი, ვარდკაჭაჭას ფესვები ან ფოთლები, ასკილის ნაყოფი, სიმინდის ულვაში, ქინძის მარცვლები - ყველაფერი თანაბარი რაოდენობით.(მათი შეძენა შეგიძლიათ მწვანე აფთიაქებში).

მომზადების წესი:

დაქუცმაცებული ყველა მცენარე, აიღეთ 2 სუფრის კოვზი, დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი. მიიყვანეთ ადუღებამდე და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 10 წუთს. ბალახთან ერთად წყალი თერმოსში გადაიტანეთ, გააჩერეთ მთელი ღამით.

მიიღეთ დღის განმავლობაში. ყოველ ნახევარ საათში, ჭამამდე 100 – 150 მლ. გემოს გასაუმჯობესებლად დაუმატეთ შაქარი ან თაფლი.
მკურნალობის კურსი 3-4 თვეს გრძელდება. შემდეგ კი საკმარისია 4 კვირიანი კურსი, წელიწადში 4-ჯერ.

პენი ლეინი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS