16 იანვარი, 2016
როგორ ვიცხოვროთ ისე, რომ კიბო არ დაგვემართოს: 4 რჩევა ექიმებისგან - სიკეთემ შეიძლება სიმსივნესგან დაგიცვათ
კიბო (იგივე სიმსივნე) გადაგვარებული უჯრედებისგან შედგება. კიბოს უჯრედებს ახასიათებთ განუსაზღვრელი გამრავლების უნარი, რის შემდეგაც მთელ ორგანიზმს ანგრევს და ადამიანი ხშირ შემთხვევაში სიკვდილამდე მიჰყავს. კიბო გავრცელებული დაავადებაა. გთავაზობთ 4 რჩევას, რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც სიმსივნეს რისკი მცირდება:

1. ისწავლეთ სტრესის მართვა

ადვილი სათქმელი, მაგრამ ძნელი გასაკეთებელია, მაგრამ ქრონიკური სტრესი იმუნურ სისტემას აქვეითებს. იზრდება ინფექციის შეჭრისა და კიბოს გაჩენის რისკი. უნდა იპოვოთ სტრესის დამარცხების ინდივიდუალური და სასაიამოვნო გზა. შეიძლება ეს იყოს: სუფთა ჰაერზე სეირნობა, ვარჯიში, ცურვა, ხატვა, ცეკვა და
ა.შ.

2. იოფლიანეთ სათანადოდ

ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ყოველდღე სირბილი ან სპორტდარბაზში სიარული ამცირებს კიბოს რისკს. მეცნიერებმა შეისწავლეს 50 ონკოლოგიური პაციენტის მონაცემები და აღმოაჩინეს, რომ 80% არანაირი სპორტით არ იყო დაკავებული. მეორე ექსერიმენტში კი ონკოლოგიური პრობლემების პაციენტებს ვარჯიში დააწყებინეს და მათმა დიდმა ნაწილმა გამოჯანმრთელება დაიწყო. ოფლის რეგულარული გამოყოფა კიბოსგან გიცავთ.

3. დაეხმარე სხვას

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ადამიანების უანგარო დახმარებას თქვენი კიბოსგან დაცვა შეუძლია. მაგალითად, მოხალისეობა. ამ დროს თქვენი იმუნიტეეტი ძლიერდება და მეტაბოლიზმი აქტიურდება. დამტკიცებულია, რომ სიკეთის გაკეთების შემდეგ ადამიანი თავს ბედნერად და კმაყოფილად გრძნობს, „ბედნიერების ჰორმონები" კი კიბოს წარმოქმნას ხელს უშლის.

4. მიიღეთ ვიტამინები

ვიტამინი D მთელი ორგანიზმისთვის აუცილებელია. ის კიბოს პროფილაქტიკისთვისაც გამოიყენება. აუცილეებელია დილით ისეირნოთ, დღის ამ პერიოდში მზის სხივი ყველაზე სასარგებლოა.

რადა მახარაძე


ბეჭდვა