12 დეკემბერი, 2015
ის, რაც ბოლოკზე არ იცოდით - გიცავთ დიაბეტისგან და გეხმარებათ წონის დაკლებაში
ამ სტატიაში გაეცნობით ბოლოკის სამკურნალო თვისებებს, მისი მიღების წესსა და გვერდით მოვლენებს, თუ ნორმას გადააჭარბებთ.

1. ბოლოკის შემცველობა და ძალა

ბოლოკი მდიდარია ვიტამინებით: B1, B2, B5, ნიკოტინმჟავათი და ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალებით. ერთ ლუკმა ბოლოკსაც კი შეუძლია, თქვენი ორგანიზმი ასკორბინის მჟავით მოამარაგოს, რაც უზრუნველყოფს ადამიანის გამოჯანმრთელებას და სხეულს რკინის პროდუქტიულად შეწოვაში ეხმარება. ბოლოკი ამკვრივებს სისხლ-ძარღვებს, აძლიერებს ძვლებსა და კბილებს. ის ორგანიზმს საჭირო შაქარს აწვდის, მაგრამ ვინაიდან დაბალკალორიულია, დიეტოლოგები ამ ბოსტნეულის კვების რაციონში შეტანას გვირჩევენ.

2. ბოლოკს აღმოსავლეთის მედიცინაში
წამლის დანიშნულება აქვს

ბოლოკს ძალიან აფასებენ აღმოსავლეთის მედიცინაში. ეს ბოსტნეული მთელი ორგანიზმისთვის გამაახალგაზრდავებელ საშუალებად მიიჩნევა. მართლაც ბოლოკის სითხე (წვენი) საოცრად მოქმედებს უჯრედშორის მემბრანაზე. ბოლოკს ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოდევნაც შეუძლია. ბოლოკის ფესვებსი დიაბეტისგან გიცავენ.

3. ბოლოკი, როგორც ტკივილგამაყუჩებელი

ბოლოკი არაჩვეულებრივი გამაყუჩებელია. თუ თავის ტკივილი გაწუხებთ, გახეხეთ ბოლოკი და მიირთვით. ბოლოკის მირთმევიდან 5 წუთში ტკივილი გაივლის.
რადიკულიტის დროს გაიკეთეთ ბოლოკის წვენის კომპრესი.

4. ბოლოკის გვერდითი ჩვენებები

სამწუხაროდ, ყველას არ შეუძლია ბოლოკის ჭამა. მოერიდეთ მას თუ გაწუხებთ გასტრიტი და წყლული. ბოლოკი კვირაში მხოლოდ ერთხელ მიიღეთ, წინააღმდეგ შემთხვევააში გაგიმიზდედებათ კუჭი. მას ენდოკრინოლოგიური პრობლემების მქონე პირებიც უნდა მოერიდონ.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS