10 დეკემბერი, 2015
რატომ უნდა მიირთვათ ყოველდღე კივი - ის უბრალოდ გემრიელი წამალია
კივი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ხილია. ის სავსეა ვიტამინებით, ცილებით, მინერალებითა და ნახშირწყლებით. ერთი ცალი კივი შეიცავს იმდენ C ვიტამინს, რამდენსაც 92 გრ. კენკრა.

კივი გაჯერებულია ვიტამინი B2-ით, B3-ით, B6-ით და B9-ით. ამას გარდა კივი ორგანიზმს აწვდის ვიტამინ A-ს, E-სა და D-ს. თუ კივს ყოველდღე მიირთმევთ, ორგანიზმს მიაწოდებთ საჭირო რაოდენობის კრინასა, თუთიას, მანგანუმსა და ფოსფორს. კივი დაბალკალორიული ხილია, შესაბამისად წონის პრობლემებს არ შეგიქმნით. მეტიც, მისი გამოყენება დიეტაშიც შეგიძლიათ.

როგორ აისახება კივის მიღება ორგანიზმზე?

კივი იმუნიტეტს გიძლიერებთ, ორგანიზმის
თავდაცვით მექანზმს ააქტიურებს. მაქსიმალურად ზრდის ორგანიზმის სტრესისადმი გამძლეობას. კივი თავისუფლად შეგვიძლია ჩავთვალოთ წამლად. ის კვებას და ჯანსაღად ფუნქციონირებაში ეხმარება გულს, ააქტიურებს უჯრედების მეტაბოლიზმს, ქსოვილთა განახლებას, უზრუნველყოფს საჭმლის მონელებას და აგვარებს კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებულ პრობლემებს.

მინიმუმამდე ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების რისკს. კივი გამოიყენება რევმატიზმის პრევენციისთვის. იგი ხელს უშლის ჭაღარის ნაადრევად წარმოშობას. ხილის ეს სახეობა წვავს ცხიმს. ხელს უშლის ქოლესტერინის წარმოშობას.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მანანა
კუცჰნაცლავს უხდება ვიტომ/.გასტრიტს,დანარცჰენზე ნამდვილად მარტალია,გვიპასუხეტ?
23:40 / 24-01-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS