01 დეკემბერი, 2015
აუცილებელია, იცოდეთ თქვენი სისხლის ტიპი: 3 დამამტკიცებელი საბუთი
ბევრმა თქვენგანმა ალბათ არ იცის რომელი ჯგუფის სისხლი აქვს, რეზუს ფაქტორზე საუბარი ხომ ზედმეტია. სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე ამ ინფორმაციის ფლობა. გთავაზობთ 3 დამამტკიცებელ საბუთს:

1. მრავალფეროვან ინფორმაციას იძლევა თქვენს გენეტიკაზე
როდესაც თქვენი სისხლის ტიპი იცით ადვილად გაარკვევთ რომელ საკვებზე ან ნივთიერებაზე გაქვთ ალერგია, რომელ ასაკში რა დაავადების საშიშროების წინაშე დადგებით, როგორ გადაიტანთ სერიოზულ სტრესს, რამდენად ადვილად დააღწევთ თავს დეპრესიას, ხართ თუ არა თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი და ა.შ თქვენი სისხლის ტიპი ერთგვარი ნავიგაციაა თქვენთვისაც და თქვენი
ექიმისთვისაც.

2. გეხმარებათ ეფექტური დიეტის შემუშავებაში
დაფიქრდით, ოდესმე უშედეგოდ ხომ არ დაგიცავთ დიეტა? დიეტის ეფექტურობას სისხლი განსაზღვრავს. საჭიროა სპეციალისტთან ერთად შეადგინოთ თქვენი ინდივიდუალური დიეტა. სისხლი მეტაბოლიზმის სიჩქარეს განაპირობებს. რაც უფრო სწრაფია თქვენი მეტაბოლიზმი, მით უფრო ადვილად ინელებთ საკვებს და წვავთ კალორიებს. შეიძლება თქვენი სისხლის ტიპი ადვილად ერეოდეს რძის პროდუქტს, სხვა კი - ვერა.

3. შეგიძლიათ საკუთარი სიცოცხლე იხსნათ!
უბედური შემთხვევისგან არავინაა დაზღვეული. თუ თქვენ ბევრ სისხლს დაკარგავთ აუცილებლად დაგჭირდებათ გადასხმა. ექიმმა უნდა იცოდეს თქვენი სისხლის ტიპი, იმისთვის რომ თქვენთვის საჭირო სისხლი შეარჩიოს.

რადა მახარაძე



ბეჭდვა