01 დეკემბერი, 2015
9 ბუნებრივი გზა წნევის დასარეგულირებლად
საქართველოში ადამიანების 15% წნევით იღუპება. წნევა გულის შეტევისა და ინსულტის მიზეზიც შეიძლება გახდეს. ქართველების 28%-ს წნევის პრობლემები აქვს, მაგრამ არ იცის ან ყურადღებას არ აქცევს ამ ფაქტს. წნევას მედიკამენტური გზით მკურნალობენ, მაგრამ ყველა წამალს თან ახლავს გვერდითი მოვლენები. სტატიაში გთავაზობთ წნევის დარეგულირების 9 ბუნებრივ საშუალებას:

1. ხშირად ისეირნეთ

ექიმები პაციენტებს ხანგრძლივ სეირნობას წამლად უნიშნავენ. მსგავსი სახის ვარჯიში გულს ხელს უწყობს ჟანგბადი რაციონალურად გადაანაწილოს და გამოიყენოს. ისეირნეთ დღეში მინიმუმ 30 წუთი.

2. ღრმად ისუნთქეთ

იოგა ებრძვის
სტრესის ჰორმონებს. სტრესის ჰორმონები მაღლა სწევს თქვენს წნევას და აზიანებს ღვიძლს. გაღვიძებისთანავე და დაძინებამდე 5 წუთი ისუნთქეთ ღრმად ან ერთი საათი დაუთმეთ იოგას.

3. მიირთვით კარტოფილი

კარტოფილი კალიუმის მარაგია. კალიუმის საჭირო რაოდენობა სისხლის მიმოქცევას არეგულირებს.

4. შეამცირეთ მარილი

თუ თქვენ 15%-ით მაინც შეამცირებთ საკვების მარილიანობას და თქვენს დღიურ მარილის დოზას, წნევა აღარ შეგაწუხებთ.

5. გაინებივრეთ თავი შავი შოკოლადით

შავი შოკოლადი შეიცავს ფლავალონს. ეს ნივთიერება სისხლის უჯრედებს უფრო ელასტიურს ხდის. კვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტები რომლებიც ყოველდღე მიირთმევენ შოკოლადს უფრო მალე გამოჯანმრთელდნენ ვიდრე სხვები.

6. დალიეთ ცოტა ღვინო

თუ ქალი დღეში ერთ ჭიქა ღვინოს დალევს, მამაკაცი კი - ორს, ალკოჰოლური სასმელი წამალივით იმოქმედებს. ეს არაჩვეულებრივი გზაა მაღალი წნევის პრევენციისთვის.

7. მიირთვით ყავა კოფეინის გარეშე

კოფეინი უარყოფითად აისახება თქვენს წნევაზე. ყავა გულს ეხმარება დამატებით სისხლი გამოიმუშავოს, რაც რეალურად თქვენს ორგანიზმს არ სჭირდება. თუ ყავა გიყვართ, აუცილებლად გადაერთეთ უკოფეინო სასმელზე.

8. მიირთვით პიტნის ჩაი

პიტნის ჩაის დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. თუ ემოციური ადამიანი ხართ მუდმივად მაღალი წნევის რისკის ქვეშ დგახართ. მიირთვით გემრიელი ჩაი და დაარეგულირეთ წნევა.

9. მოუსმინეთ კლასიკას

მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა. ადამიანს მოასმენინეს როკი და გაუზომეს წნევა. მეორე დღეს შესთავაზეს კლასიკური მუსიკა და პროცედურა გაიმეორეს. შედეგების შედარების შემდეგ აღმოჩნდა, რომ როკმუსიკა წნევის ცვლილების მიზეზი გახდა.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
გიორგი
ვინმემ ვალები გადამიხადოს და წნევა, დულის უკმარისობა და ასე შემდეგ საერთ გაქრება
23:33 / 14-12-2015
გამოხმაურება / 0 /
ბელა
მე ვეთანხმები. პირადად გამოვიყენე რამოდენიმე საშუალება და უდაოდ იძლევა შედეგს.
15:40 / 02-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS