29 ნოემბერი, 2015
ადრიანა ლიმას დიეტა და 4 რჩევა მოდელისგან
ადრიანა ლიმა, ბრაზილიელი მოდელი, რომელიც ამჟამად ,,ვიქტორია სეკრეტის" ერთ-ერთი სახეა, ყველასთვის კარგადაა ცნობილი, შესაბამისად მას წარდგენა არც სჭირდება.

ადრიანამ 13 წლის ასაკში მოხიბლა ლოკალური მოდის ინდუსტრია და წლების განმავლობაში მისმა სილამაზემ მსოფლიოც დაიპყრო. ლიმა ამაყობს, რომ ბრაზილიელია. ის აღნიშნავს: ,,ბრაზილიელი ქალები განსხვავდებიან მსოფლიოს დანარჩენი ქალებისგან.

რით? პატარა გოგონამაც კი იცის რომ გარეგნობა მისი სავიზიტო ბარათია და თავს უვლის."

1. ადრიანა თმის დაბანისას გამოიყენებს ავოკადოს ზეთს. მოდელი ამბობს, რომ ავოკადო თმას ბზინვარებას და სირბილეს მატებს.

2. კანისთვის ყოველდღე
მინიმუმ ერთ ჭიქა ქოქოსის წვენს სვამს.

3. ,,თუ ღია ფერის თვალები გაქვთ შავად შეიღებეთ, ასე უფრო მკაფიოდ გამოჩნდება მათი სილამაზე."- გვირჩევს ის.

4. თავი არ დაზოგოთ. ივარჯიშეთ! ადრიანას განსაკუთრებით ბოქსი მოსწონს. მაშინაც კი თუ ძალიან დაკავებულია, ათი წუთით საქმეებს წდება და ბოქსის ხელთათმანებს იცვამს.

ადრიანა ლიმას დიეტა:

I– IX დღე

დღეში 3 კვერცხი

პროტეინებით სავსე შეიკი

X-XI დღე

შუადღის სამ საათამდე ხილი

კეფირი/მაწონი

XII დღე


წყალი

მოდელი გირჩევთ რომ ამ დიეტას 3 თვეში ერთხელ მიმართოთ. ადრიანა აღიარებს, რომ ჩვენებების წინ იძულებულია ეს დიეტა დაიცვას. ძალიან უჭირს, მაგრამ ,,სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს." თუ ლიმას გადაღებები ან გამოსვლა არ აქვს, ის ჩვეულებრივ კვირაში ერთხელ მიიირთმევს ტკბილეულს: დონატებს ან კექსს.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS