28 ნოემბერი, 2015
ტიბეტელი ბერების რჩევები, როგორ გაიწმინდოთ სისხლი - ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო ამოხსნილია
ტიბეტელი ექიმების რჩევით, ნებისმიერი დაავადების განსაკურნად, უმჯობესია პროცედურა სისხლის გაწმენდით დაიწყოთ. ეს ხელს შეუწყობს დაავადებულის უსწრაფესად გამოჯანმრთელებას.

ტიბეტური მედიცინის რეცეპტები:

დაიწყეთ სისხლის წმენდა 3 ყველაზე ხელმისაწვდომი რეცეპტით:

1. ლიმფების გამწმენდი ქრისტესისხლას ნაყენი

ქრისტესისხლას ნაყენი თქვენს ლიმფურ სისტემას გაწმენდს და მის სტაბილურ, შეუფერხებელ მუშაობას ხელს შეუწყობს.
მომზადების წესი:
10 წვეთი ქრისტესისხლა დაუმატეთ 70 მლ სამედიცინო სპირტს და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ: საუზმის წინ - 1 წვეთი, სადილამდე - 2 წვეთი, ვახშმამდე - 3 წვეთი და ა.შ. დოზა ყოველდღიურად
1 წვეთით გაზარდეთ. როცა ვახშმამდე 15 წვეთამდე ახვალთ - დაიწყეთ 1 წვეთით შემცირება.

2. კოჭას სასმელი

სასმელი ორგანიზმის ტოქსინებისგან იდეალური გამწმენდია, გამოიყენება სისხლის გასაწმენდადაც. კოჭას სასმელის ყოველდღიური მიღება დადებითად აისახება თქვენს განწყობაზე, ზედმეტი კილოგრამებისგან გაგანთავისუფლებთ, აუმჯობესებს კანისა და თმის მდგომარეობას.
10-20 გრ ახალ კოჭას ან 1 ჩ.კ. კოჭას ფხვნილს დაასხით ჭიქა ცხელი წყალი. გააჩერეთ 10 წუთს, დაუმატეთ 1 ჩ.კ. თაფლი და ლიმონი გემოვნებით.
დალიეთ ნახევარი ჭიქა დილით უზმოზე ნახევარი საათით ადრე.
მეორე ნახევარი კი მიიღეთ დღის განმავლობაში.

3. სიცოცხლის გამახანგრძლივებელი ნივრის ელექსირი

ნივრის სამკურნალო თვისებები ყველასთვის ცნობილია. ნიორს მოკლე დროში შეუძლია იმუნიტეტის გაძლიერება, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ანადგურებს პარაზიტებს.
ტიბეტური მედიცინა კი გთავაზობთ ნივრის ნაყენის თავისებურ რეცეპტს, სისხლის გასაწმენდად.
40 გრ დასრესილი ნიორი მოათავსეთ შუშის ქილაში, დაასხით 100 მლ არაყი ან სპირტი. ნარევი ბნელ და გრილ ადგილას შეინახეთ 10 დღეს. მიიღეთ დღეში 2-3 ჯერ 10 წვეთი, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
სისხლის წმენდის კურსი 10 დღიდან 1 თვემდე გრძელდება.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS