28 ნოემბერი, 2015
6 ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომელიც უფრო მეტ კაცს კლავს ვიდრე ქალს
ადრე თუ გვიან ყველანი ვიხოცებით, მაგრამ გარდაცვალების მიზეზს და ფორმას, ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს. არსებობს 6 დაავადება, რომელიც უფრო მეტ მამაკაცს უღებს ბოლოს ვიდრე ქალს.

1. გულის შეტევა

გულის შეტევა ყველაზე გავრცელებულია კაცთა სიკვდილის მიზეზებს შორის. კარდიოლოგები ამბობენ, რომ სტრესის გარდა ამაზე გავლენას ახდენს არაჯანსაღი ცხოვრების წესი: სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება, ნარკოტიკი, მოძრაობის დეფიციტი და ა.შ.
დადასტურებული ფაქტია, რომ ქალები ემოციებს უფრო ადვილად გამოხატავენ ვიდრე კაცები. კაცებს ტირილი ან ვინმესთვის გულის გადაშლა უჭირთ.
ნერვიული დაძაბულობა, შფოთვა და დარდი გულს აავადმყოფებს.

2. კიბო

მამაკაცებში კიბო შემდეგი სიმპტომებით ვლინდება: ზურგის ტკივილი, სათესლე ჯირკვლებში სიმძიმის გრძნობა,მუდმივი ხველა, წონაში სწრაფად კლება. კიბომ შეიძლება აღმოჩენიდან ერთ თვეშიც კი მოკლას ადამიანი, გააჩნია რა სისწრაფით ვითარდება და რომელ სტადიაზე ამოიცნობენ მას.

3. უნებლიე დაზიანებები

ბიჭებს სიფრთხილე გმართებთ. ახალგაზრდობაში უნებლიე დაზიანებამ შეიძლება ასაკში თავი იჩინოს და ადამიანის სიკვდილის მიზეზიც გახდეს. არ გადააჭარბოთ სიჩქარეს მგზავრობისას, ყურადღებით გადადით გზაზე, მოერიდეთ კონფლიქტებს და მითუმეტეს ხელდახელ გადასვლას.

4. ფილტვებისა და ბრონქების დაავადებები

კაცები ხშირად კვდებიან ფილტვებთან და ბრონქებთან დაკავშორებული დაავადებებით. კვლევებმა აჩვენა, რომ ქალის სასუნთქი სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე მამაკაცის. მართალია ამ დროს მთავარი პროვოკატორი სიგარეტია, მაგრამ შეიძლება მამაკაცი არ ეწეოდეს და ფილტვებთან დაკავშირებით პრობლემები მაინც შეექმნას. კაცები მიდრეკილები არიან ასთმისკენაც.

5. ინსულტი

არ გეგონოთ რომ ინსულტის საფრთხის წინაშე მხოლოდ ასაკოვანი მამაკაცები დგანან. ინსულტმა ახალგაზრდაც შეიძლება შეიწიროს. კაცების 15% 45 წლამდე სწორედ ამ მიზეზით იღუპება.

6. დიაბეტი

მამაკაცებს უფრო აწუხებთ წონა ვიდრე ქალებს, შესაბამისად მათში დიაბეტიც მეტადაა გავრცელებული. თუ გსურთმ რომ დიაბეტისგან თავი დაიცვათ, იკვებეთ ზომიერად, ივარჯიშეთ და კალორიებსა თუ კილოგრამებს გამარჯვების საშუალება არ მისცეთ.
აღსანიშნავია, რომ შეიძლება იდეალურ ფორმაში ყოთ, მაგრამ დიაბეტი მაინც დაგემართოთ. კაცების 35%-ი სწორედ ამ პრობლემის წინაშე დგას. 35 წელს როდესაც გადასცდებით აუცილებლად აკონტროლეთ სისხლში შაქრის რაოდენობა.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS