27 ნოემბერი, 2015
4 რჩევა მუცლის ტკივილის შესახებ, რომელსაც ექიმი თავის მეგობრებს აძლევს
მე თუ მკითხავთ, ყველას გვჭირდება მინიმუმ ერთი ექიმი მეგობარი, რომელიც მუდამ მზად იქნება ჩვენს დასახმარებლად. ვინაიდან შეიძლება თქვენს სამეგობრო წრეში მედიკოსი არ მოიძებნებოდეს, ჩემს ახლობელს მუცლის ტკივილთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვა დავუსვი. აღმოჩნდა რომ...

1. თქვენს მუცელს სუნთქვა სჭირდება

ექიმი: როდესაც ადამიანები ჩემთან გულძმარვის პრობლემით მოდიან, პირველ რიგში ვამოწმებ როგორ აქვთ შეკრული ქამარი და რამდენად უჭერთ შარვალი ან კაბა. ძალიან მჭიდრო სამოსის ტარებისას მუცლის ღრუში წნევა იმატებს, რაც გულძმარვის მიზეზი ხდება. ამ დროს ხშირ შემთხვევაში მუცელიც იბერება.
შეიძინეთ თქვენი ზომის ტანსაცმელი.

2. პირში უსიამოვნო სუნის მიზეზი კუჭის დატვირთვაა

ექიმი: პირის ღრუში უსიამოვნო სუნი შეიძლება გამოიწყვის გლანდებმა, ყელში მოხვედრილმა ბაქტერიებმა, კბილებმა და რაც მთავარია კუჭმა. თუ თქვენი სტომატოლოგი და ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი გარწმუნებთ რომ ჯანმრთელი ხართ, კუჭის რენდგენი გაიკეთეთ. თუ კუჭი ვერ გაიწოვს საკვების ნარჩენებს, საზიზღარ სუნს უშვებს.

3. თუ ხმაურიანი მუცელი გაქვთ, ამას არაფერი ეშველება

ექიმი: უდროო დროს მუცელი უცნაურ ხმებს უშვებს? თუ გშიათ პროტესტს ბუყბუყით გამოთქვამს და გახდენებთ რომ სადილის დროა? სამწუხაროდ, მუცლის ხმაური არ იკურნება.

4. ყელის ტკივილის მიღმა შეიძლება სერიოზული პრობლემა იმალებოდეს

ხანდახან გასტრიტისას ტკივილი და სპაზმები კუჭიდან ყელს გადაეცემა. ამ დროს ადამიანს ჰქონია, რომ ანგინა აქვს ან გაცივდა. დააკვირდით ყელის ტკივილს, თუ მან 3-4 დღეში არ გაიარა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS