24 ნოემბერი, 2015
6 გზა კალორიების სწრაფად და ხალისიანად დასაწვავად
ადამიანებს ცუდი მოთმინების უნარი გვაქვს, ყველას გვსურს შედეგს სწრაფად მივაღწიოთ, იქნება ეს კარიერული წინსვლა თუ ლამაზი ფიგურის დაყენება. გთავაზობთ 6 გზას კალორიების უცბად და ხალისიანად დასაწვავად.

1. სექსი

სექსი საათში 120 კალორიას წვავს. ეს გახდომის ყველაზე სასიამოვნო საშუალებაა. მოეფერეთ საყვარელ ადამიანს, დაიმუხტეთ პოზიტიური ფლუიდებით, გავარჯიშდით და მიაღწიეთ მიზანს!

2. ძაღლთან ერთად თამაში

ძაღლი აქტიური ცხოველია, მას სირბილი უყვარს და პატრონსაც მოძრაობას აიძულებს. თუ თქვენს ძაღლს ერთ საათს დაუთმობთ, თამაშ-თამაშით 165 კალორიას დაემშვიდობებით.

3. ცეკვა

არჩევანი თქვენზეა: სპორტულ დარბაზში
წახვალთ თუ მეგობრებთან ერთად ხმაურიან კლუბში გაერთობით. ერთი საათი ცეკვა 500 კალორიას გაშორებთ. მომავალში, როცა კლუბს ეწვევით ცეკვისგან თავს ნუ შეიკავებთ.

4. სააბაზანოს გახეხვა

სახლის დალაგება კალორიების დაწვაში გეხმარებათ! განსაკუთრებთ სააბაზანოს გახეხვა. ამ დროს თავიდან იშორებთ 350 კალორიას. ასე რომ ნუ გადადებთ სააბაზანოს მოწესრიგებას სამომავლოდ. შეუდექით ამწუთასვე!

5. ხტუნაობა

ერთი საათი ხტუნაობა მინუს 900 კალორიას უდრის. იყიდეთ ლახტი, გაიხსენეთ ბავშვობა და გაერთეთ.

6. ბავშვის კვება

თუ თქვენ ჩვილს ძუძუს აწოვებთ, საათში 360-600 კალორიას წვავთ. რა მარტივია, იჯდე კომფორტულად, აჭმევდე ბავშვს და წონაში იკლებდე!

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS